logo_geo
ბახვა ბრეგვაძე: „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ იყო ზარი, მკითხეს, როგორი გრაფიკი მქონდა...
- +

22 ოქტომბერი. 2019. 14:57

 

„ცოტნე ბრუნდება და კვლავ აქტიურად იქნება სერიალში“,- ამის შესახებ ტელეწამყვანი და მსახიობი ბახვა ბრეგვაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„ცოტნე ბრუნდება და კვლავ აქტიურად იქნება სერიალში, მაგრამ ჩემი ამბავი ჯერ არაა გარკვეული. „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ იყო ზარი, მკითხეს, როგორი გრაფიკი მქონდა და შევათანხმეთ. თუმცა, ამ ბოლო დროს ხდება ხოლმე ისე, რომ რაღაცებს ვათანხმებთ, დაწყებას ვაპირებთ, მაგრამ მერე ან ერთი მხარე არ მიშვებს, ან იქიდან რაღაც პრობლემა იქმნება და ამჯერადაც, ვნახოთ, რა იქნება. მე ძალიან მიყვარს ეს სერიალი და მისი შემქმნელები ჩემი მეგობრები არიან. თან, მასში გამოჩენის შემდეგ ჩემში მსახიობისთვის საჭირო უნარები დავხვეწე და ამის ჩვენება ძალიან მინდა სერიალის მაყურებლისთვის. თუ შანსი მომეცემა, ყველაზე ძალიან გამიხარდება. დღემდე ვგრძნობ, როგორ უყვართ ბახვა და ხშირად მეუბნებიან  ხოლმე, ერთი სული მაქვს, დაბრუნდეო. თუმცა ამჟამად ისეთი გრაფიკი მაქვს, სამსახურებისთვის არ მრჩება დრო. მგონი, პიკი მაქვს და ბევრ კარგ რამეს ვტოვებ. მაგალითად, ახლა მივდიოდი სემინარზე „ძალა ევროპაშია“, სადაც თითქმის ყველა ჩემი მეგობარი იყო და ძალიან მინდოდა, მაგრამ ჩაწერა მქონდა და ვერ წავედი. კულმინაცია, რაზეც გული განსაკუთრებით დამწყდა, ის იყო, რომ ანი ჩირაძემ და კონსტანტინე თედელურმა იქ ხელი მოაწერეს - ერთი კარგი ევროპული წყვილი შედგა, გაერთნენ და ეს ყველაფერი უჩემოდ მოხდა. თუმცა, ვფიქრობ, რომ ახლა ბევრი რაღაცის სტარტია. დასაწყისი ყველაზე რთულია და დროის დეფიციტიც ბუნებრივია. ცოტა ხანში, რომ დავლაგდები, ყველაფერი გამოსწორდება“, - აღნიშნავს ბახვა ბრეგვაძე.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი