logo_geo
„ერთხელ ჰოლივუდში“ კინოთეატრებში ახალი სცენებით დაბრუნდება
- +

24 ოქტომბერი. 2019. 02:38

 

 

კვენტინ ტარანტინოს ფილმი „ერთხელ ჰოლივუდში“ აშშ-ის და კანადის კინოთეატრებში ახალი სცენებით დაბრუნდება. ამის შესახებ Variety წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, 25 ოქტომბრიდან ფილმის ახალ ვერსიას 1000 კინოთეატრში აჩვენებენ. დამატებითი სცენების გათვალისწინებით სურათის ქრონომეტრაჟი, რომელიც 2 საათს და 41 წუთს შეადგენს, კიდევ 10 წუთით გაიზრდება.

 

გასულ კვირას ჩინეთმა ბრიუს ლის ცემის სცენის გამო ფილმის ჩვენებაზე უარი განაცხადა და რეჟისორს სცენის ამოღება მოსთხოვა. ტარანტინომ ფილმის გადაკეთებაზე უარი განაცხადა.

 

„ერთხელ ჰოლივუდში“ ტარანტინოს მე-9 ფილმია. სურათის პრემიერა კანის კინოფესტივალზე გაიმართა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი