logo_geo
ნინი გოგიჩაიშვილი: მინდა, საკუთარ თავს დავუმტკიცო, რომ მეტი შემიძლია...
- +

21 ნოემბერი. 2019. 14:55

 

„ძალიან დიდი ენერგია და მოტივაცია გჭირდება იმისთვის, რომ თავდაუზოგავად იშრომო“,-ამის შესახებ მოდელი და ტელესახე ნინი გოგიჩაიშვილი ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„ძალიან დიდი ენერგია და მოტივაცია გჭირდება იმისთვის, რომ თავდაუზოგავად იშრომო. საკუთარი თავის გამოწვევა ყოველთვის ძალიან მიყვარს. მინდა, საკუთარ თავს დავუმტკიცო, რომ მეტი შემიძლია.

ცეკვის დროს თავიდან არაკომფორტულად ვგრძნობდი თავს იმიტომ, რომ ძალიან რთულად მიდიოდა ყველაფერი. ნახევარსაათიანი ვარჯიშის შემდეგ კი მივხვდი, რომ გამომდიოდა. ეს სხვებმაც აღნიშნეს, რაც ძალიან მახარებს. მთავარი, რაც უნდა შეძლო, ცეკვით ტკბობაა და მეც ამ პროცესში ვარ, მინდა, ნერვიულობა გვერდით გადავდო და მაქსიმალურად დიდი სიამოვნება მივიღო“, - აღნიშნავს ნინი გოგიჩაიშვილი.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი