logo_geo
ავსტრიაში კაცმა 20 ტონა შოკოლადი მოიპარა
- +

23 ნოემბერი. 2019. 01:58

 

 

 

ავსტრიაში კაცმა 50 000 ევროს ღირებულების შოკოლადი მოიპარა. ამის შესახებ Dეუტსცჰე ჭელლე წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ქურდმა კომპანია Mილკა-ს ქარხნის პერსონალი დაარწმუნა, რომ კურიერია და 20 ტონა შოკოლადით დატვირთული სატვირთო მანქანა ქარხნის ტერიტორიიდან გაიყვანა. მან კომპანიის თანამშრომლებს ყალბი საბუთები წარუდგინა.

 

შოკოლადი ავსტრიიდან ბელგიაში უნდა გადაეტანათ. ამისთვის Mილკა-მ უნგრული კომპანია დაიქირავა, მან კი ტვირთის გადასაზიდად ჩეხურ ფირმას მიმართა. ამიტომ, როცა ქარხანაში ჩეხეთში დარეგისტრირებული სატვირთო მანქანა შევიდა, თანამშრომლებს ეჭვი არ გაუჩნდათ და საბარგული შოკოლადით დატვირთეს.

 

პოლიციის ცნობით, ბოლო დროს ქვეყანაში მსგავსი შემთხვევები გახშირდა. სამართალდამცველები მძღოლს და შოკოლადს ამ დრომდე ეძებენ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი