logo_geo
დავით გორგილაძე: ღმერთმა გადამაგდო და იქნებ ცივმა წყალმა მიშველოს
- +

30 ნოემბერი. 2019. 00:05

 

მწერალი დათო გორგილაძე სოციალურ ქსელში სტატუს აქვეყნებს, რომელსაც ინტერნეტმომხმარებლების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

 

"კედელზე გამახსენდა:
მე-9 კლასში ვარ მგონი და ჯორივით დავთვერი. მგონი პირველი შემთხვევა იყო.
ღმერთს ვევედრები, ამ ერთხელ მიშველე რამე, აი ეს რო ტრიალებს გაჩერდეს და აღარ ვიზამ-მეთქი.
ძლივს ავედი სახლში. თავი ისე მიჭირავს რო ვითომც არაფერი.
"
ლოჯს" რო ვეძახდით, იქ შევბარბაცდი და სავარძელში ვზივარ.
მე და დედაჩემი ვართ.
ვფეთქავ.
"
შე ლოთო, შე ლოთო" - იმეორებს მანანა და თან ეღიმება. არ შეეძლო გაბრაზება მანჩოს.
მეთქი წყალს შევისხამ, ღმერთმა გადამაგდო და იქნებ ცივმა წყალმა მიშველოს.
-
სად მიდიხარ? - მეკითხება დედაჩემი.
-
ტუალეტში - ვპასუხობ და კარის სახელურს ვეძებ.
-
ეგ კარადის კარია, შე ლოთო, შე ლოთო“, - წერს დათო გორგილაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

 

 

 

big_banner
არქივი