logo_geo
რატომ არ იმღერა ბუბა კიკაბიძემ საკუთარი შვილიშვილის ქორწილში?
- +

4 დეკემბერი. 2019. 14:24

 

 

ბუბა კიკაბიძის შვილიშვილმა ცოლი მოიყვანა. ქორწილი 24 ნოემბერს ჰქონდათ, 33 წლის ვატო კიკაბიძემ და ანა დავითაშვილმა ჯვარი მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში დაიწერეს.

 

როგორც ბუბა კიკაბიძე ამბობს, მას ქორწილში არც უმღერია და არც უცეკვია.

 

ბუბა კიკაბიძე: - ვატო პატარა ბიჭი აღარაა, ოცდაათზე მეტის არის და მიხარია, რომ იქორწინა.

 

- ქორწილში ბევრი იმღერეთ, ბატონო ბუბა?

 

- არც მიმღერია, არც მიცეკვია, ჩემთვის ვიჯექი ჩუმად. დაღლილი ვარ ძალიან.

 

მოგვიანებით გაირკვა, რომ დიდი ბაბუა 8 წლის შვილთაშვილმა - ალექსანდრა არეშიძემ აცეკვა. ამის შესახებ მსახიობი მარინა საღარაძე ჰყვება.

 

მარინა საღარაძე: ბუბამ ჩემთანაც იცეკვა და ჩემს შვილიშვილთან, ჩემი გიორგის შვილთან ერთად. ბავშვებმა დაპატიჟეს საცეკვაოდ. ბუბას არ უმღერია. ალბათ, ერთხელ მასაც უნდოდა სტუმრის როლში ყოფნა. ლიზა ბაგრატიონმა ორი სიმღერა აჩუქა ვატოს და ანას. ასევე იმღერა „მხოლოდ ქართულის“ გამარჯვებულმა - გიორგი  კელაპტრიშვილმა, რომელიც ჩვენს ოჯახის მეგობარია, დიდი ქორწილი არ გვქონია, ძალიან ახლო წრეში გადავიხადეთ. არაჩვეულებრივი, მშვიდი, წყნარი რძალი გვყავს. ვატო პროგრამისტია, ანა სწავლობს, ბევრად უმცროსია ვატოზე.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი