logo_geo
ფემინისტის და ჩოხოსნის სიყვარული - ირინა ტორონჯაძე გათხოვდა
- +

24 იანვარი. 2020. 16:08

 

უფლებადამცველი, ფემინისტი ირინა ტორონჯაძე გათხოვდა. ტრადიციებთან და სტერეოტიპებთან მებრძოლი აქტივისტის რჩეული ჩოხოსანი, მუსიკოსი ლევან სამყურაშვილია.

 

როგორც ირინა ტოროჯაძემ ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში აცხადებს,  მეუღლესთან  ცხოვრების შედეგად, მისი შეხედულებები ბევრ რამეზე რადიკალურად შეიცვალა. წყვილი ტრადიციული ქორწილისთვისაც კი ემზადება.

 

„ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ გათხოვება მომინდებოდა, ჩემს სახლში მამაკაცის ადგილი იქნებოდა და ამით არ დავიღლებოდი. გამოხატულად ინტროვერტი ვარ. მიჩვეული ვარ, რომ ჩემი აზრია დომინანტი. როდესაც გავაცნობიერე, რომ ჩემს ტერიტორიაზე კაცმა უნდა თქვას თავისი სიტყვა, ეს უკვე ჩემთვის ნამდვილი ეგზოტიკა იყო. აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი ძალიანაც მომეწონა.

 

თავიდან ურთიერთობა არ აეწყო. ლევანი იმდენად განსხვავებული ტიპაჟი იყო და იმდენად განსხვავებული ფასეულობები ჰქონდა, ჩავთვალე, რომ არაფერი გამოვიდოდა. გამოხატულად მოგრუზინო ტიპი იყო, მე – გამოხატულად ფემინისტი და ლიბერალი. ჩემი პირველი რეაქცია იყო, რომ ასეთ ფუნდამენტურ ქართულ ფასეულობებზე გაზრდილი კაცი არ შემეფერებოდა. მოგვიანებით ყველაფერი შეიცვალა და გადაფასდა. ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა“, - აცხადებს ირინა ტორონჯაძე.

 

მისი თქმით, ქორწილი თვის ბოლოსაა დაგეგმილი.

 

„3-4 თვე ვიცხოვრეთ ერთად და ამის შემდეგ მივედით იმ აზრამდე, რომ გვინდა ოჯახის შექმნა. ტრადიციულ ქორწილს ვგეგმავთ. ქორწილი ამ თვეშია დაგეგმილი“, - აცხადებს ირინა ტორონჯაძე.

 

big_banner
არქივი