logo_geo
რა თქვა პენელოპა კრუსმა, როცა კრისტი ყიფშიძის ფოტო ნახა...
- +

1 თებერვალი. 2020. 12:47

 

მოდელ კრისტი ყიფშიძესა და ჰოლივუდის ვარსკვლავ პენელოპა კრუსს შორის მსგავსებას საზოგადოება ხშირად განიხილავს ხოლმე.

 

ქართველი მოდელი ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის დილის გადაცემაში საუბრობს. კრისტი აღნიშნავს, რომ საზღვარგარეთ ავტოგრაფს ხშირად სთხოვენ. მაგალითად, მოსკოვში ოფიციანტი იმდენად დარწმუნებული იყო იმაში, რომ კრისტი პენელოპა იყო, ავტოგრაფის მისაღებადაც კი მოემზადა.

 

მოდელი იმასაც ჰყვება, რომ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა თავად პენელოპას კრისტის ფოტო აჩვენა, პენელოპამ კი კრისტიზე თქვა, რომ ძალიან ლამაზი და მასზე უფრო ახალგაზრდაა.

 

კრისტიმ იხუმრა, რომ პენელოპაზე ძალიან ახალგაზრდა არ არის, ჰოლივუდელი ვარსკვლავისგან ასეთი შეფასების მიღება კი, სასიამოვნოა.

 

დილის გადაცემაში კრისტიმ საკუთარ დილაზე ისაუბრა. მოდელმა აღნიშნა, რომ დილას აუცილებლად ყავით იწყებს.

 

კრისტიმ გადაცემაში ისიც დააანონსა, რომ სოციალურ ქსელ „ინსტაგრამში“ ბლოგის შექმნას აპირებს, სადაც ის ჯანსაღ კვებაზე ისაუბრებს.

 

 

 

big_banner
არქივი