logo_geo
სამეფო ოთხეულის კადრს მიღმა ფოტოები, რომლებიც არასდროს გინახავთ
- +

5 თებერვალი. 2020. 20:38

 

 

სამეფო ოჯახის ფოტოგრაფი სამირ ჰუსეინი, იმ 4 იშვიათ ფოტოს გვიზიარებს, რომლებიც საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩნენ. სამირი ოფიციალური ფოტოგრაფის სტატუსით დაჰყვებოდა პრინც უილიამს, ქეით მიდლტონს, პრინც ჰარისა და მეგან მარკლს მსოფლიოს გარშემო დაგეგმილ სამეფო ტურებში.

 

2010 წელი, ლესოთო

 

 

„10 წლის წინ, ცხენზე ამხედრებული უილიამი და ჰარი გადავიღე, რომლებიც ლესოთოში, ბავშვთა ცენტრისკენ მიემართებოდნენ. ნამდვილად შესანიშნავი სცენა იყო და იშვიათი შესაძლებლობა იმისათვის, რომ პრინცები სამეფო პროტოკოლის მიღმა დამეფიქსირებინა“.

 

 

მომენტი, რომელიც სამეფო სკანდალმა გადაფარა.

 

 

„პრესაში ფოტო არ გავრცელებულა, რადგან ის მაშინდელმა სკანდალმა გადაფარა. სწორედ ამ დროს დაიბეჭდა ქეით მიდლტონის შიშველი ფოტოები და მომენტი, როდესაც უილიამმა ქეითს ყვავილები მიაწოდა, სკანდალის ორომტრიალში მიიკარგა“.

 

ჰუსეინი ფრანგულ ჟურნალ „Closer“-ში დაბეჭდილ, ტანს ზემოთ შიშველი ქეითის ფოტოებს გულისხმობს, რომლებიც კემბრიჯის ჰერცოგინიას 2012 წელს, პრივატულ ვილაზე გადაუღეს პაპარაცებმა. ქეითმა და უილიამმა გამოცემას სასამართლოში უჩივლეს და 2017 წელს საქმე მოიგეს კიდეც.

 

 შესანიშნავი სამეული ერთმანეთს ზურგს უმაგრებს

 

 

 

 

„ეს ფოტო 2017 წელს, ლონდონის მარათონის დაწყების დღეს გადავიღე. ის ზუსტად გამოხატავს იმ ურთიერთობას, რომელიც უილიამს, ჰარისა და ქეითს აკავშირებთ ერთმანეთთან. ზოგჯერ ფოტოები პრესაში არ ხვდება, რადგან გამოცემებისთვის ხელსაყრელ ნარატივს არ აკმაყოფილებს, რაც ამ შემთხვევაში ჰარისა და უილიამს შორის არსებული განხეთქილებაა“.

 

 მაროკოელმა ფისომ ჰარისა და მეგანის ფოტოსესია ჩაშალა

 

 

„ერთი წლის წინ, სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ვიზიტს ვიღებდი მაროკოში. პრესა აჭრელებული იყო სამეფო ტურის ფერადი ფოტოებით. ეს შესანიშნავი მომენტი კი კადრს მიღმა დარჩა, როდესაც მაროკოელმა ფისომ ჰერცოგების ფოტოსესია ჩაშალა და კადრში შემოინავარდა“.

 

 

big_banner
არქივი