logo_geo
ნატალი პორტმანის პროტესტი „ოსკარი 2020“-ს
- +

10 თებერვალი. 2020. 12:13

 

 

ლოს-ანჯელესში, „დოლბის“ თეატრში ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების 92-ე ცერემონია შედგა. ვარსკვლავებმა წითელ ხალიჩაზე სხვადასხვა ჩაცმულობებით გაიარეს.

 

პოპულარული მსახიობი ნატალი პორტმანი კამერების წინ „Dior“–ის იდეალური სამოსით გამოჩნდა. მას მოსასხამზე ოქროსფერი ასოებით ამოქარგული ჰქონდა ყველა იმ ქალი რეჟისორის გვარი, რომლებიც საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში ვერ მოხვდნენ.

 

აღსანიშნავია, რომ ამ ნომინაციაში მიმდინარე წელს მხოლოდ მამაკაცი რეჟისორები იყვნენ დასახელებულნი. პორტმანის პროტესტი სწორედ ამას უკავშირდებოდა.

 

 

 

 

big_banner
არქივი