logo_geo
რატომ არ დაესწრო ანჯელინა ჯოლი 2020 წლის „ოსკარის“ ცერემონიას?
- +

10 თებერვალი. 2020. 16:50

 

 

ლოს-ანჯელესში „ოსკარით“ დაჯილდოების რიგით 92-ე ცერემონია გაიმართა. 2020 წლის „ოსკარი“ წარმატებული აღმოჩნდა ბრედ პიტისთვის, რომელმაც „ერთხელ ჰოლივუდში“ შესრულებული როლისთვის, წლის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მამაკაცის კატეგორიაში, ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო მიიღო. ბრედისთვის ეს პირველი „ოსკარია“.

 

 

საზოგადოებას, ჟურნალისტებს მოლოდინი ჰქონდათ, რომ „ოსკარს“ ბრედ პიტის ყოფილი ცოლი, ანჯელინა ჯოლიც დაესწრებოდა და ჯენიფერ ენისტონთან საჯარო გამოჩენის შემდეგ, ბრედს კიდევ ერთ ყოფილთან, ანჯელინასთან ერთად იხილავდნენ.

მოლოდინს ისიც ამძაფრებდა, რომ ანჯელინას წლის მთავარი პროექტი, „მალეფისენტი“ „ოსკარის“ ორ ნომინაციაზე იყო წარდგენილი. თუმცა მოლოდინი არ გამართლდა და ენჯი არც წითელ ხალიჩაზე და არც დაჯილდოების შემდგომ გამართულ წვეულებაზე არ გამოჩე-ნილა.

 

 

როგორც გამოცემა „Elle“ წერს, ანჯელინა „ოსკარს“ 2014 წლის შემდეგ არ დასწრებია. მაშინ მსახიობი ცერემონიაზე ბრედ პიტთან ერთად მივიდა.

 

 

ასევე, 2014 წლის შემდეგ, ანჯელინა არ მისულა „ოსკარის“ შემდგომ გამართულ არც ერთ წვეულებაზე, თუმცა, ესწრებოდა სხვადასხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებს, მაგრამ ახლა, როცა ბრედ პიტი წინა პლანზეა წამოწეული და არაერთი დაჯილდოების ტრიუმფატორია, ენჯი „სცენის მიღმა“ ყოფნას ამჯობინებს.

 

 

როგორც ყვითელ პრესაში წერენ, ანჯელინასთვის ბრედთან განშორება ძალიან რთული აღმოჩნდა. ახლა კი, როცა სირთულე შედარებით დაძლია, ცდილობს, ყოფილ ქმართან შეხვედრებს და მით უფრო საჯარო სივრცეში, თავი აარიდოს.

 

 

„ELLE“ ფრანგული გამოცემა „Madame Figaro“-ში 2019 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული ანჯელინა ჯოლის ინტერვიუდან შემდეგ მონაკვეთსაც აქვეყნებს:

 

 

ახლა გარდამავალი პერიოდი მაქვს, თითქოს სახლში ვბრუნდები, თითქოს საკუთარ თავს ვუბრუნდები, იმიტომ რომ ცოტა დაკარგული ვიყავი. ვფიქრობ, ეს ჩემი და ბრედის ურთიერთობის დასრულების დროს მოხდა, შემდეგ ჩვენ დავშორდით. ეს ძალიან რთული იყო, საკუთარ თავს ვეღარ ვცნობდი და მე გავხდი, როგორ ვთქვა... უფრო პატარა, უმნიშვნელო, თუმცა, ამას არავის ვაჩვენებდი.

 

 

მე ძალიან, ძალიან სევდიანი ვიყავი და მე მტკიოდა. მეორე მხრივ, საინტერსო იყო ამ ყველაფრის შეგრძნება. ცხოვრების სირთულეებთან გამკლავების დროს ჯანმრთელობის პრობლემები შემექმნა. ასეთი რაღაცები თითქოს მიწაზე გიშვებს და შეგახსენებს, რომ ცოცხალი ხარ. ეს არის გაკვეთილი, რომელიც ჩემს შვილებთან ერთად გავიარე. მე თავიდან აღმოვაჩინე სიხარული“, - ციტირებს „ELLE“ ანჯელინას სიტყვებს.

big_banner
არქივი