logo_geo
ზურა ხაჩიძის და ხათუნა ჟორდანიას ემოციური დუეტი
- +

10 თებერვალი. 2020. 21:59

 

 

 

მომღერალი ხათუნა ჟორდანია ორი დღის წინ იუბილარი გახლდათ. ცნობილმა მანდილოსანმა, რომელიც ახლა მძიმე სენს ებრძვის, დაბადების დღე მეგობრებთან ერთად გაატარა.

 

მას მეუღლემ, ზურა ხაჩიძემ და ქალიშვილმა ნინი ქარსელაძემ სიურპრიზი მოუწყვეს, ერთ-ერთ რესტორანში ხათუნას მეგობრები დაპატიჟეს და გრანდიოზული დაბადების დღე გადაუხადეს.

 

ხათუნა ჟორდანიას დაბადების დღეზე არაერთმა ცნობილმა სახემ იმღერა. ისინი ჟორდანია-ხაჩიძის წყვილის მეგობრები არიან.

 

ზურამ და ხათუნამ დაბადების დღეზე დუეტიც იმღერეს.

 

ტუმრებს შორის იყვნენ ლელა წუწრწუმია, რუსა მორჩილაძე, თაკო დოლაბერიძე და სხვები.

 

საღამოს დასასრულს, ხათუნას ქალიშვილმა ნინი

ქარსელაძემ უზარმაზარი სადღესასწაულო ტორტი მიართვა და დედას ემოციურად მიულოცა.


 

 

 

 

big_banner
არქივი