logo_geo
სელენა გომესი წითელ ხალიჩაზე ყველაზე მოუხერხებელი კაბით გამოჩნდა
- +

12 თებერვალი. 2020. 12:53

 

 

იმისთვის, რომ ვარსკვლავები წითელ ხალიჩაზე უნაკლოდ გამოიყურებოდნენ, ვიზაჟისტებსა და სტილისტებს საათობით უწევთ ჯადოქრობა.

 

ხოლო თავად ვარსკვლავებს ისღა დარჩენიათ, რომ წითელ ხალიჩაზე თავდაჯერებულად გაიარონ.

 

გუშინ საღამოს სელენა გომესისთვის, რომელიც Hollywood Beauty Awards 2020-ის ცერემონიაზე დაპატიჟეს, ამ დავალებისთვის თავის გართმევა მარტივი არ აღმოჩნდა. ვარსკვლავის ცერემონიაზე გამოსასვლელად სტილისტმა კეიტ იანგმა ღია ვარდისფერი კაბა აარჩია.

კაბას თან რამდენიმე უხერხულობაც ახლდა. დეკოლტეს ვიწრო ხაზი მომღერლის მკერდს ყოველ წუთას გაშიშვლებით ემუქრებოდა. ხოლო  სახელოები მას ხელების მოძრაობის საშუალებას არ აძლევდა.

 

ამ სიტუაციაზე ხუმრობის მიზნით სელენამ და მისმა სტილისტმა Instagram-ის გვერდზე ვიდეოც გადაიღეს.

 

 

 

big_banner
არქივი