logo_geo
„არ მინდა, ხალხში სექსუალური ფიქრები გავაღვიძო“ - რატომ მალავს მკერდს ბილი აილიში
- +

12 თებერვალი. 2020. 17:25

 

 

დაახლოებით ერთი წელია, რაც ამერიკელი თინეიჯერი მომღერალი ბილი აილიში მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. მისი სიმღერები იმდენად პოპულარულია, რომ 18 წლის ბილი არაფრით ჩამოუვარდება ისეთ მომღერლებს როგორებიც არიან რიანა, არიანა გრანდე, ტეილორ სვიფტი, სელენა გომესი და ა.შ.

 

 

გარდა სიმღერებისა, ბილიმ საზოგადოების ყურადღება მეტად უცნაური, გოგონასთვის ნაკლებად დამახასიათებელი ჩაცმულობით მიიპყრო. ის ყოველთვის დიდი ზომის ტანისამოსს ატარებს. ერთ-ერთ ინტერვიუში ბილის ჰკითხეს, თუ რატომ მალავს მკერდს. მან კი ასეთი პასუხი გასცა:

 

იყო დრო, როდესაც ყველა ჩემს მკერდზე საუბრობდა.ტვიტერზე ეს ტრენდიც კი გახდა. ვიცი, რომ საკმა დიდი მკერდი მაქვს, ამიტომ ვატარებ დიდ ტანსაცმელს და ვცდილობ მის დამალვას. შედარებით პატარა მკერდის მქონე გოგონებს როდესაც მჭიდრო მაისურები აცვიათ, ეს არაფერია, მაგრამ თუ მე ჩავიცვამ მაისურს, რომელიც ჩემს მკერდს გამოკვეთს, შეიძლება მეძავსაც კი მიმამსგავსონ. უბრალოდ, არ მინდა რომ ხალხში სექსუალური ფიქრები გავაღვიძო, - ამბობს ბილი.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი