27 წლის ამერიკელმა მომღერალმა სელენა გომესმა სოციალურ ქსელში ახალი ფოტოები გამოაქვეყნა.
ვარსკვლავმა ახალი იმიჯი მოირგო და ვარცხნილობა გარკვეული დროით შეიცვალა.
სელენამ რამდენიმე დღის წინ „ინსტაგრამის“ საშუალებით გამომწერებს შეახსენა, რომ სილამაზის სტანდარტებს საკუთარი თავის გარდა არავის აწესებს, სხვისი აზრი კი, ადამიანებისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი უნდა იყოს.