logo_geo
მაილი საირუსმა ნიუ-იორკში მოდის კვირეული დახურა
- +

13 თებერვალი. 2020. 18:41

 

 

ამერიკელი მომღერალი და მსახიობი მაილი საირუსი მარკ ჯეკობსის ჩვენებაზე, გულშემატკივრებს მოდელად მოევლინა.

 

მაილი საირუსი უკვე 27 წელია, რაც „მარკ ჯეკობსის“ ბრენდთან თამანშრომლობს, თუმცა შოუზე მოდელის რანგში ის პირველად გამოჩნდა.

 

მარკ ჯეკობსმა, საკუთარი შემოდგომა-ზამთრის ახალი კოლექცია წარადგინა. მის შთაგონების წყაროდ ამჯერად 1960 წლის მოდა იქცა.

პოდიუმზე ნათელ პალტოებს, ორიგინალურ ქუდებს და გრძელ ტყავის ხელთათმანებსაც შეხვდებოდით.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ მარკ ჯეკობსის ჩვენებამ ნიუ-იორკის მოდის კვირეული დახურა. კვირეულმა ამჯერად საკმაოდ მოკრძალებულად ჩაიარა. მას პრესაც ნაკლებად აშუქებდა. ამის მთავარ მიზეზად კი „ოსკარის“ ცერემონია სახელდება, რომელიც ამავე დროს  იმართებოდა. ვარსკვლავური ცხოვრების ცენტრი ლოს-ანჯელესი გახდა. ხოლო მოდის მთავარმა შემფასებელმა ანა ვინტორმა  ნიუ-იორკში ჩასვლა მხოლოდ ფინალური შოუსთვის შეძლო.

 

 

big_banner
არქივი