logo_geo
ენრიკე იგლესიასმა და ანა კურნიკოვამ მესამე შვილის ფოტოები გაასაჯაროეს
- +

14 თებერვალი. 2020. 11:46

 

 

ენრიკე იგლესიასისა და ანა კურნიკოვას ვარსკვლავური წყვილი ყოველთვის ცდილობს, ოჯახური ცხოვრება კამერებს მიღმა დატოვოს, რასაც წარმატებითაც ახერხებს.

იდილია რომ მათთვის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს, იმ ფაქტიდანაც ნათელია, რომ მათი ოჯახის ახალი წევრის შესახებ საზოგადოებამ თითქმის ორი კვირის დაგვიანებით შეიტყო.

 

44 წლის მომღერალი და 38 წლის ჩოგბურთელი მესამე შვილის მშობლები გახდნენ, ახალდაბადებული შვილის ფოტოები კი მხოლოდ ახლა გაავრცელეს.

 

„ჩემი მზის სხივი 01.30.202“ - სწორედ ასე დაასათაურა ენრიკემ შვილთან ერთად გადაღებული ფოტო. რაც შეეხება სქესს, ცნობილი მშობლები მისი გამხელისგან თავს იკავებენ, თუმცა ფოტოს მიხედვით შეიძლება მიხვედრა, რომ ახალდაბადებული ჩვილი გოგონაა.

 

შეგახსენებთ, რომ წყვილს უკვე ჰყავდა ორი წლის ტყუპი - ლუსი და ნიკოლასი.

 

 

 

 

big_banner
არქივი