იტალიელი კინომსახიობისა და ფოტომოდელის მონიკა ბელუჩისა და ფრანგი კინომსახიობის, პროდიუსერისა და სცენარისტის ვენსან კასელის ქალიშვილის შესახებ მედიასაშუალებები უკვე დიდი ხანია წერენ, თუმცა ამჯერად გოგონამ სასიამოვნო გარეგნობა საკუთარი კარიერის მოდის ინდუსტრიისკენ წარმმართველ ფაქტორად აქცია.
დევა კასელი დედის კვალს გაჰყვა და 15 წლის ასაკში უკვე „Dolce& Gabbana“-ს სახე გახდა. ინტერნეტში კი, მისი პირველი მასშტაბური ფოტოსესიიდან კადრები ვრცელდება.