logo_geo
ალესანდრა ამბროსიო „Neymar Jr. x Replay“-ის უახლესი კოლექციის წარდგენას დაესწრო
- +

14 თებერვალი. 2020. 15:49

 

 

სუპერმოდელი ალესანდრა ამბროსიო გერმანიაში გამართულ „Neymar Jr. x Replay-ის უახლესი კოლაბორაციის წარდგენას დაესწრო.

 

38 წლის ლამაზმანმა მას შავი ტყავის ტოპი, ამავე ფერის ბრჭყვიალა მოსაცმელი, მაღალწელიანი შარვალი და შავი ფეხსაცმელი მოირგო.

 

ჩვენებას მოდელი იზაბელ გულარტიც დაესწრო, რომელმაც არჩევანი ჯინსის ნაჭრის სამოსზე შეაჩერა და მაღალყელიანი, შავი ჩექმები მოირგო.

 

მათ გარდა ჩვენებას ჯოან სმოლსი, ედრიენ ბროდი, Neymar Jr და სხვა ვარსკვლავებიც ესწრებოდნენ.

 

 

big_banner
არქივი