logo_geo
ორლანდო ბლუმს შვილის სახელი არასწორად ამოუსვირინგეს
- +

14 თებერვალი. 2020. 16:32

 

 

რამდენიმე დღის წინ 43 წლის ბრიტანელმა მსახიობმა ორლანდო ბლუმმა „ინსტაგრამზე“ ახალი ფოტო გაოაქვეყნა, სადაც საკუთარ გამომწერებს უახლესი სვირინგი გაუზიარა.

მსახიობს 3,3 მილიონ გამომწერი ჰყავს.

მან თავისი 9 წლის შვილის ფლინის სახელი მორზეს ანბანით დაიწერა. სახელის გარდა მას ფლინის დაბადების თარიღიც აწერია.

 

თუმცა ფანებმა შეამჩნიეს, რომ მის სვირინგში შეცდომაა და კომენტარებში სვირინგის ოსტატის კრიტიკა დაიწყეს. ფანების თქმით, მორზეს ანბანით დაწერილ სახელს წერტილი აკლდა.

 

სვირინგის ოსტატმა, Balazsbercsenyi-მ ამის საპასუხოდ „ინსტაგრამზე“ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც განაცხადა, რომ შეცდომის შესახებ იცის და ორლანდო ამის გამოსწორებას აუცილებლად აპირებს.

 

 

 

 

big_banner
არქივი