logo_geo
როზი ჰანთინგთონ-უაითლი და ჯეისონ სტეტჰემი „ოსკარის“ After Party-ზე ერთად გამოჩნდნენ
- +

14 თებერვალი. 2020. 19:34

 

 

 

სუპერმოდელ როზი ჰანთინგთონ უაითლისა და მსახიობ ჯეისონ სტეტჰემის წყვილი საზოგადოების განსაკუთრებული სიმპათიით სარგებლობს და მათი ყოველი გამოჩენა განხილვის საგანი ხდება.

 

ისინი კამერების წინ ყოველ ჯერზე ელეგანტურად გამოიყურებიან და მათი სამოსი თითქმის ყოველთვის თანხვედრაშია ერთმანეთთან.

 

ჯეისონი და როზი 2020 წლის „ოსკარის“ ცერემონიის შემდგომ გამართულ Vanity Fair-ის წვეულებას დაესწრნენ. სხვადასხვა გამოცემებმა წყვილი ყველაზე გემოვნებიანად და ელეგანტურად ჩაცმულად მიიჩნია.

 

შავი კაბის ტარების მასტერკლასი – წერს „Harper’s Bazaar“ როზის შესახებ. სუპერმოდელს უყვარს, როდესაც მსგავს ღონისძიებებზე კლასიკური სამოსით გამოჩნდება ხოლმე და გამონაკლისი არც 2020 წლის „ოსკარის“ ცერემონია იყო.

 

როზის „Saint Laurent“-ის გრძელი, შავი კაბა ეცვა, რომელიც მხრებზე მოშიშვლებული იყო. მან ვინტაჟური სტილის ბრილიანტის საყურეზე შეაჩერა არჩევანი, ესვა წითელი ტუჩსაცხი და საერთო ჯამში, მისი ვიზუალი ძველ ჰოლივუდს გაგახსენებდათ. მოდელმა აქცენტი სიმარტივესა და სისადავეზე გააკეთა, რასაც ისიც მოწმობს, რომ საყურის გარდა სხვა სამკაული არ კეთებია.

 

 

 

 

big_banner
არქივი