logo_geo
"მისი პროვინციალიზმი ისეთივე შეუცვლელია, როგორც მისი ყრუ ხმა" - რას წერს სტას სადალსკი თინა კანდელაკზე
- +

15 თებერვალი. 2020. 20:15

 

 

რუსეთის თეატრისა და კინოს ცნობილმა მსახიობმა სტანისლავ სადალსკიმ, სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თინა კანდელაკი გააკრიტიკა. ისინი თავის დროზე მეგობრობდნენ, თუმცა უკვე წლებია სადალსკი საკმაოდ ხშირად უპირისპირდება რუსული ტელევიზიის ვარსკვლავს და მას საკმაოდ მწარედ აკრიტიკებს. ამჯერადაც მან თინასთან ერთად გადაღებული, წლების წინანდელი ფოტო "ფეისბუკის" პირად გვერდზე გამოაქვეყნა და დაწერა:

 

"რადიოში მუშაობისას მას ვურჩიე, რომ რიტორი აეყვანა და მეტყველებაზე ემუშავა. ვეუბნებოდი, რომ მაყურებელს პატივი უნდა სცე და არ გააღიზიანო-მეთქი.

 

მისი პროვინციალიზმი ისეთივე შეუცვლელია, როგორც მისი ყელისმიერი, ყრუ ხმა, რომელიც ყველგან ისმოდა ВДНХ-ზე, სადაც მწყემსი მუსაიბ გატუევის მსგავსი მამაკაცები სეირნობდნენ.

 

მას არ აქვს აქცენტი, იმიტომ, რომ მშობლიური ენა საერთოდ არ იცის: თბილისში ეთერისთვის ტექსტს მას რუსული ასოებით უწერდნენ. ისე, თბილისში მიმდინარე რთული პოლიტიკური ვითარებისას, მას გაახსენდა, რომ ნაციონალობა დედის მხრიდან განისაზღვრება და საზოგადო გასაჭირს ასე დაუძვრა. (მას დედა სომეხი ჰყავს).

 

გუშინ მას ბორის კორჩევნიკორის გადაცემაში ვუყურებდი. იცით, არსებობს ასეთი გაგება: "ესპანური სირცხვილი", რასაც მაშინ გრძნობ, როცა პერსონაჟი საზოგადოების წინაშე უხერხულად იქცევა და მის ნაცვლად შენ გრცხვენია. სირცხვილია იმის მოსმენა, თითქოს მან ყველაფერს დამოუკიდებლად, დახმარების გარეშე მიაღწია.

 

ყველა საჭირო და აუცილებელი კონტაქტი მან ჩემგან მიიღო. რატომ არ გაიხსენა ოლეგ მარუსევი, რომელმაც თავისი ხელით მიიყვანა ტელევიზიაში და გააცნო ნოვოდვორსკაია, რომელიც ცდილობდა ყველაფერი ესწავლებინა ამბიციური ქალისთვის. ან რატომ არ გაიხსენა სატელევიზიო გადაცემა "Детали"-ს პროდიუსერი ნატალია ბილანი, რომელიც ეთერში ჭკვიანური ფრაზების კარნახით მას ინტელექტუალის იმიჯს უქმნიდა.

 

კანდელაკი დიდი ხანია ცდილობს მისი ცხოვრების სხვაგვარი ვერსია გაახმაუროს, თუმცა ჯერ კიდევ ადრეა... ჯერ კიდევ ადრეა ტყუილების მოყოლა, რადგან ბევრს ახსოვს, როგორც მისი თბილისური ცხოვრება პირველ ქმართან, ასევე შემდეგ, მოსკოვური ცხოვრება - მეორე ქმართან, რომელსაც მე შევახვედრე.

 

ახლა ზღაპარი მოიგონა, თითქოს 20 წლის წინ მის ქალიშვილს სახელი მელანია, ტრამპის მეუღლის საპატივცემულოდ დაარქვა, არადა, ყველაფერი უფრო მარტივად იყო: ნაკლებად ჟღერად გვარს კონდრახინს, მკვეთრი სახელი მელანია სჭირდებოდა. ადრე მის ეთერებში თანხას მისი მეუღლე ანდრეი კონდრახინი იხდიდა. შემდეგ, მას ბიზნესში პრობლემები შეექმნა, რა დროსაც ანდრეის, მეუღლის გარდა, ყველა გვერდით დაუდგა.

 

რაც მას ვიცნობ, (თინას) ყოველთვის ჰქონდა დიდი მიზნები: მოხვედრილიყო ტელევიზიაში, გამხდარიყო ვარსკვლავი, მოეპოვებინა ჯილდო TEFI, გამდიდრებულიყო.

 

ერთხელ ის და ანდრეი მონასტერში დედა მატრონასთან მივიყვანე შესარიგებლად. მან ტაძარს ბრილიანტის საყურეებიც შესწირა, თუმცა სულ ტყუილად... არ უშველა“

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი