logo_geo
მეგან მარკლი და პრინცი ჰარი კანადაში გადასვლის შემდეგ, ერთად პირველად დააფიქსირეს
- +

17 თებერვალი. 2020. 12:31

 

მას შემდეგ, რაც პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა კანადაში გადასვლა და ბრიტანეთის სამეფო ოჯახის უმაღლესი წევრების სტატუსზე უარის თქმა გადაწყვიტეს, წყვილი ერთად პაპარაცების ობიექტივში არ მოხვედრილა.

 

თუმცა რამდენიმე საათის წინ „Daily Mail“-მა ექსკლუზიური კადრები გაავრცელა, რომლებიც კანადაშია გადაღებული, როცა ცოლ-ქმარი თვითმფრინავს ტოვებდა.

 

გამომდინარე იქიდან, რომ ყოფილი ჰერცოგინიის ხელში კომპიუტერის ჩანთა დააფიქსირეს, გულშემატკივრების აზრით, ისინი აშშ-ში მიმდინარე საქმიანი ვიზიტიდან ბრუნდებოდნენ.

 

როგორც კადრებიდან ჩანს, ამჯერად მათ უარი თქვეს კერძო თვითმფრინავზე, რომლით მგზავრობის გამოც მათ გარემოსდამცველები ხშირად აკრიტიკებდნენ.

 

წყვილს ჩვე­უ­ლებ­რი­ვად, მარ­ტი­ვად და სპორ­ტუ­ლად ეცვა. ჰარი ნაც­რის­ფერ სა­მოს­ში იყო გამო­წყო­ბი­ლი და ე.წ. ბე­ის­ბო­ლის ქუდი ეფა­რა

 

რაც შეეხება მარკლის ჩაცმულობას, ლამაზმანი ამჯერად „Prada“-ს ბრენდის ბიოდეგრადირებადი ჩანთით გამოჩნდა, რომელიც ოკეანეში დალექილი ნარჩენებითაა შექმნილი. მისი ღირებულება კი, 1790 $-ს შეადგენს. ასევე ყურადღებას იქცევს მისი ფეხსაცმელიც, „Rothy“-ს დიზაინით შექმნილი დაბალძირიანი ფეხსაცმელი 125 $ ღირს და ის გადამუშავებული პლასტიკური ნარჩენებისგანაა დამზადებული.

 

და რაც ყველაზე მთავარია, ორივე მათგანი სასიამოვნო განწყობაზე იყო, რამაც კიდევ ერთხელ დაარწმუნა გულშემატკივარი მათი გადაწყვეტილების სისწორეში.

 

ცნობისთვის, პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა 8 იანვარს გაავრცელეს განცხადება იმის შესახებ, რომ სამეფო ოჯახის მაღალი რანგის წევრების სტატუსს ტოვებენ, ფინანსური დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად მუშაობას აპირებენ, ცხოვრებას კი დიდ ბრიტანეთთან ერთად კანადაში გააგრძელებენ.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი