logo_geo
მეგან მარკლის ნახევარძმა სასექსის ჰერცოგინიას უყურადღებობაში ადანაშაულებს
- +

18 თებერვალი. 2020. 00:17

 

 

„მეგან მარკლის ნახევარძმის ტომ მარკლის განცხადებით, მეგანს თავისი ოჯახისთვის ჰუმანიტარული დახმარება უნდა გაეწია, როდესაც ხედავდა თუ რა გასაჭირში იყო,“ - ამის შესახებ dailymail წერს.

 

სასექსის ჰერცოგინიას ნახევარძმა ტომ მარკლი, უსახლკაროდ მას შემდეგ დარჩა, რაც სამუშაო დაკარგა. ის საცხოვრებლად დედამისთან ნიუ მექსიკოს შტატში გადავიდა.

 

„უსახლკაროდ დავრჩი და ხიდის ქვეშ შეიძლება აღმოვჩენილიყავი და მათხოვრობა დამეწყო. მეგანი კი სამეფო კვარცხლბეკზე ზის, ხედავს რა დღეშია მისი ოჯახი - ჰუმანიტარული დახმარება უნდა გაეწია ჩვენთვის“, - განაცხადა ტომ მარკლმა.

 

რაც შეეხება პრინც ჰარისა და მეგან მარკლის სამეფო ოჯახიდან წასვლას, ტომ მარკლმა აქამდე აღნიშნა, რომ მხარს არ უჭერდა თავისი დის ნაბიჯს, თუმცა მიიჩნევდა, რომ ეს სიტუაცია ეხება ორ შეყვარებულ ადამიანს, რომლებსაც თავისი ცხოვრებით სურთ ცხოვრება.

 

14 თებერვალს ბრიტანულმა მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ პრინცმა ჰარიმ და მისმა მეუღლემ მეგან მარკლმა ბუკინგემის სასახლეში თავიანთი ოფისი დახურეს და 15 თანამშრომელი დაითხოვეს. როგორც ბრიტანული მედია წერს, ეს იმის აშკარა ნიშანია, რომ სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია კანადიდან დიდ ბრიტანეთში დაბრუნებას არ აპირებენ.

 

 

big_banner
არქივი