logo_geo
ლედი გაგამ საკუთარი უმაკიაჟო ფოტო გამოაქვეყნა
- +

18 თებერვალი. 2020. 15:33

 

33 წლის ამერიკელი მომღერალი და სიმღერების ავტორი - ლედი გაგა ყველასთვის ცნობილია გარეგნობასთან დაკავშირებული ექსპერიმენტებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებით.

 

„მონსტრების დედოფალი“, რომელიც არაერთი ეპატაჟური გადაწყვეტილებით ხან უარყოფითი, ხანაც დადებითი კომენტარების ადრესატი ხდებოდა, ამჯერად საკუთარ ბუნებრივ სახეს აჩენს.

 

ლედიმ „ინსტაგრამზე“ საკუთარი უმაკიაჟო ფოტო ატვირთა, რომელმაც გულშემატკივარი გააოგნა.

 

მომღერლის ცნობა აღნიშნულ ფოტოზე საკმაოდ რთულია.

 

 

 

big_banner
არქივი