logo_geo
ჯასტინ ბიბერი: თუ ოდესმე ბილი აილიშს დავჭირდები, ჩემგან მას ერთი ზარი აშორებს
- +

23 თებერვალი. 2020. 11:48

 

კანადელი პოპ-ვარსკვლავი ჯასტინ ბიბერი, ახალი ალბომის „Changes“ რეკლამირებისთვის ამჯერად „Apple Music“-ის სტუდიას ესტუმრა და მათთან გულახდილადაც ისაუბრა.

 

ჯასტინ ბიბერმა „Apple Music“-თან ინტერვიუში ბილი აილიშზეც ისაუბრა და თქვა, რომ მისი დაცვა სურს.

 

მან ასევე დაშვებულ შეცდომებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ინდუსტრიაში ის საკმაოდ ახალგაზრდა აღმოჩნა, რის გამოც ხშირად არ იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა.

მე მისი დაცვა მსურს. ჩემთვის ძნელი იყო, ისეთი ახალგაზრდა ვყოფილიყავი ინდუსტრიაში და არ ვიცოდი, რა უნდა მექნა, ყველა მეუბნებოდა, რომ ვუყვარდი და მეორე წამს ზურგს მაქცევდნენ. დიახ, ეს ძნელია, მინდა, მან იცოდეს, რომ შეუძლია დამეყრდნოს. თუმცა, დღის ბოლოს არასდროს ვაიძულებ საკუთარ თავს, რომ მასთან ურთიერთობა მქონდეს, ეს ბუნებრივი უნდა იყოს, არა? ამიტომ, ქნას მან ის, რაც უნდა და თუ ოდესმე დავჭირდები, აქ ვიქნები მისთვის.

 

ბილი აილიშზე საუბრისას და საკუთარი წარსულის გახსენებისას ჯასტინ ბიბერი მოულოდნელად  ატირდა.

 

უბრალოდ მინდა დავიცვა, იცით? არ მინდა, რომ დამარცხდეს, არ მინდა, რომ ჩემნაირი გზა გაიაროს. ამას არავის სურვებდი. ამიტომ, თუ ოდესმე დავჭირდები, ჩემგან ერთი ზარი აშორებს“, - თქვა ჯასტინ ბიბერმა.

 

 

big_banner
არქივი