logo_geo
კეტი პერი გადაღების დროს შეუძლოდ გახდა
- +

24 თებერვალი. 2020. 18:00

 

 

ორეგონში გადაცემა, „American Idol“-ის შესარჩევი ტურის გადაღება მიმდინარეობდა, როდესაც უეცარი ინციდენტი მოხდა და დარბაზში გაზმა გაჟონა.

 

შემთხვევის შედეგად,  ჟიურის  ერთ-ერთი წევრი, ამერიკელი მომღერალი კეტი პერი შეუძლოდ გახდა და მას სასწრაფო დახმარების მომსახურება დასჭირდა.

 

კეტი პერის სამედიცინო დახმარება ქუჩაში გაუწიეს.

მოგვიანებით კი, როდესაც მომღერალმა თავი შედარებით უკეთ იგრძნო, მან ინციდენტის ამსახველი ფოტოები გადაიღო და სოციალურ ქსელში განათავსა.

 

 

 

big_banner
არქივი