logo_geo
მეგან მარკლს სუპერგმირის როლის შესრულება სურს
- +

1 მარტი. 2020. 19:37

 

 

სასექსის ჰერცოგინიას მეგან მარკლს სუპერგმირის როლის შესრულება სურს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Daily Mail ავრცელებს.

 

 

მისი ცნობით, მეგანმა უკვე დაავალა თავის აგენტს, ნიკ კოლინსს რომელიმე ბლოკბასტერში სუპერგმირის როლი მოუძებნოს.

 

 

რამდენიმე თვის წინ მეგანმა Disney-სთან გააფორმა კონტრაქტი. მსახიობი Disney- ის გმირებს გაახმოვანებს, მიღებულ შემოსავალს კი სპილოების დახმარების ფონდში გადარიცხავს.

 

 

ამასთან ერთად, Disney ფლობს კინოსტუდია Marvel-ს და კომიქსების პერსონაჟების საავტორო უფლებებს, რამაც შეიძლება მეგანს სუპერგმირის როლისკენ გზა გაუხსნას.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი