logo_geo
ემინემის გამოწვევა - ჩელენჯში 16 წლის ზუგდიდელი გოგონა მონაწილეობს
- +

4 მარტი. 2020. 18:12

 

 

რამდენიმე დღის წინ ემინემმა საკუთარი გულშემატკივრები გამოიწვია – რამდენად შეძლებდნენ ისინი ემინემივით სწრაფად, შეუცდომლად გარეპვას?

 

 

ლეგენდარული ჰიპ ჰოპ არტისტის, ემინემის სწრაფად რეპვის ჩელენჯს საქართველოც შეუერთდა. 16 წლის ზუგდიდელმა გოგონამ, ნინი ჩილაჩავამ, რეპერის სხვა თაყვანისმცემლების მსგავსად, კომპოზიციის Godzilla მესამე ვერსი შეასრულა.

 

 

Southpawer-მა ემინემის გამოწვევაში გამარჯვებულად 16 წლის ზუგდიდელი გოგო დაასახელა. 16 წლის ქართველს ინსტაგრამზე 100 ათასზე მეტი ნახვა აქვს.

 

 

გამოცემა Genius-ის ცნობით, ამ ვერსში ემინემი წამში 7,46 სიტყვასა და 10,93 მარცვალს ამბობს. Godzilla ემინემის რიგით მე-11 სტუდიურ ალბომში Music to Be Murdered By არის წარმოდგენილი, რომელიც მიმდინარე წლის იანვარში გამოიცა.

 

 

https://www.instagram.com/p/B8MZAcGDNHv/

 

 

big_banner
არქივი