logo_geo
გიორგი წერეთელი ლოლასთან დაშორებაზე ალაპარაკდა - „არასოდეს მიღალატია...“
- +

5 მარტი. 2020. 23:12

 

 

„ეს პირველი ინტერვიუა მას შემდეგ, რაც ჩემს ცხოვრებაში ეს მოვლენები განვითარდა… ჩვენ ისე დავშალეთ, რომ ლოლასთვის არ ამიკრძალავს იმ სიმღერების შესრულება, რომლებსაც დუეტში ვმღეროდით და მე მეკუთვნის“, -  აღნიშნავს პოპულარული მომღერალი, გიორგი წერეთელი ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას.

 

 

„გიორგის და ლოლიტას დუეტი“ ჩემი პროექტი იყო, მაგრამ ამასთან ერთად იყო ოჯახური ურთიერთობები, რომლებზე საუბარსაც არასდროს ვაპირებ. ჩვენმა დუეტმა ორივეს ძალიან დიდი წარმატება მოგვიტანა… ვთვლი, რომ პირად თემებზე არ არის საჭირო ლაპარაკი. რაც ჩემს ცხოვრებაში იყო, ტკივილი თუ სიხარული, ჩემთან დარჩება…

 

 

 - როგორი სიყვარული გჭირდებათ ახლა და ამ ეტაპზე?

 

 

- ოჯახის მოყვარული ადამიანი ვარ, ამიტომ ჩემთვის ქალის იდეალი ყოველთვის ოჯახშია. მარტოობას არავის ვურჩევ, მამაკაცს აუცილებლად ოჯახი უნდა ჰყავდეს. მთელი ჩემი ცხოვრება თავდადებული ვიყავი ოჯახის წინაშე, ის არასდროს შემირცხვენია და არასდროს მიღალატია ოჯახური ფასეულობებისთვის. იმდენად მიყვარს ოჯახური ურთიერთობები, რომ სამსახურს, სადაც 50 კაცი მუშაობს, ერთ ოჯახად აღვიქვამ და სულ იმას ვფიქრობ, რაც შეიძლება მეტად ვასიამოვნო ის ადამიანები, რომლებიც ჩემთან ერთად მუშაობენ.

 

 

- ანუ მესამე ოჯახს აუცილებლად შექმნით?

 

 

 - აუცილებლად. ოჯახსაც შევქმნი და, მე მგონი, შვილიც არ არის გვიან, ჩემი უფროსი ბიჭი 16 წლისაა“.

 

 

big_banner
არქივი