logo_geo
დასაფლავებაზე ვიყავი და ორი ათასმა კაცმა მაკოცა - გივი სიხარულიძე კორონავირუსზე
- +

7 მარტი. 2020. 23:01

 

 

 

„ამირან გამყრელიძის, ამხელა მეცნიერის შვილს კორონავირუსი შეეყარა და არ ვართ დაცულები. რითი უნდა დავიცვათ თავი? ბედზე ვართ მიშვებული“ - ამის შესახებ მსახიობი გივი სიხარულიძე „რეზონანსთან“ საუბრობს.

 

 

მისი თქმით, მედიკოსები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანა გადაარჩინონ, თუმცა ვირუსისგან დაცულები არ ვართ.

 

 

„საშინელებაა. ძალიან სიფრთხილეა საჭირო. დღეს დასაფლავებაზე ვიყავი და ორი ათასმა კაცმა მაკოცა, ერთი ქალიც დამეტაკა ტუჩებში და რა მექნა, გეკითხებით?

 

 

„ამირან გამყრელიძის - ამხელა მეცნიერის შვილს კორონავირუსი შეეყარა და არ ვართ დაცულები. რითი უნდა დავიცვათ თავი? ბედზე ვართ მიშვებული. საწყალი ექიმები ხომ ვხედავთ, რომ ყველაფერს ცდილობენ, ყველაფერი უნდათ რომ გააკეთონ, უნდათ, რომ ქვეყანა გადაარჩინონ, მაგრამ აბა, როგორ გადავრჩებით, აზრზე არა ვარ...“, - ამბობს სიხარულიძე.

 

 

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის სულ 13 შემთხვევაა დაფიქსირებული.

 

 

 

big_banner
არქივი