logo_geo
დათო ფორჩხიძე: აუცილებლად უნდა აუკრძალო შვილს, ის, რაც იურიდიული თუ რელიგიური კანონით აკრძალულია
- +

11 მარტი. 2020. 12:23

 

 

მუსიკოს დათო ფორჩხიძეს და თავის შვილს ნანუკას მეგობრული ურთიერთობა აქვთ.

 

 

გთავაზობთ ჟურნალ "თბილისელებში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან ამონარიდს, რომელშიც მამა-შვილი ფორჩხიძეები მათ ურთიერთობაზე საუბრობენ.

 

 

– ნანუკა, მკაცრი მამამაა დათო?

 

 

- ჩემ მიმართ ყოველთვის ყველაზე მკაცრი იყო. არასდროს უყვარდა ჩემი შექება, უნდოდა, მაქსიმუმი გამეკეთებინა, მაგრამ ამაზე გული არ მწყდებოდა. ყველაზე მეტად მამას აზრი მაინტერესებს. არავის შექებას არ ვიჯერებ, თუ მამა მეტყვის, რომ მაგარია, ესე იგი, მართლა მაგარია.

 

 

– ბიჭებს როცა ეხება საქმე, ამასაც უყვები?

 

 

– ყველაფერს ვუყვები, სახეზე რომ შემომხედავს, მაშინვე ხვდება, რომ რაღაც ხდება. მაგრამ როცა ბიჭებს მოვწონვარ, მამას ეს არ სიამოვნებდა (იცინის).

 

 

დათო: არასწორ რამეს ამბობს. ერთხელ იყო ასეთი შემთხვევა, როცა მასზე ცხრა წლით უფროსმა ბიჭმა მოუტანა ყვავილები.

 

 

ნანუკა: რომელსაც საერთოდ არ ვიცნობდი.

 

 

დათო: 16 წლის გოგოს 16 წლის ბიჭი ვერ მოატყუებს. იმიტომ, რომ ამ ასაკის გოგო უფრო ჭკვიანია. მაგრამ ცხრა წლით უფროსმა ბიჭმა შეიძლება, გული ატკინოს და ამიტომ ვუთხარი, თავის ტოლებთან წასულიყო. ამის ტოლებში რაც ხდება, იმაში როგორ უნდა ჩავერიო? იქ არ ხდება ცუდი რაღაცები, პატარა ბავშვები გულწრფელები არიან. დიდი კაცი პატარა ბავშვთან არასწორი ფორმაა და თუ ამ ქალბატონმა ეს დაიმახსოვრა, ამას არ უარვყოფ.

 

 

ნანუკა: დავიმახსოვრე, იმიტომ, რომ გამიკვირდა. სხვა დროს არ ჰქონია მსგავსი რეაქცია. ზოგადად, მართლა ყველაფერს ვეუბნები.

 

 

დათო: ახლა რა ეტაპზეცაა თავის პირად ცხოვრებაში, ყველაფერი ვიცით. დამალული არაფერი გვაქვს და ცხოვრება თავის კალაპოტში მიდის. არც მალვა და არც დაშლა არაა საჭირო. რაღაც აუცილებლად უნდა აუკრძალო შვილს, ის, რაც იურიდიული თუ რელიგიური კანონით აკრძალულია, მაგრამ ბიჭის მოწონებით არცერთი კანონი არ ირღვევა. ამიტომ შვილს ბიჭის მოწონებას როგორ დავუშლი?! მაგრამ ბიჭი რომ მოგეწონა და რაღაც გეგმები გაქვს, ეს გეგმები რომ ძალიან კარგად უნდა დაალაგო, ამაზე, როცა საჭიროება იქნება, ძალიან ბევრს ვესაუბრები. ეს მშობელმა აუცილებლად უნდა გააკეთოს.

 

 

big_banner
არქივი