logo_geo
რუსმა მომღერალმა მოყვა, როგორ გაიტაცეს თბილისში, გასტროლებზე ყოფნის დროს
- +

15 მარტი. 2020. 21:36

 

 

რუსეთის "პირველი არხის" გადაცემაში "ადამიანის ბედი", რუსმა მომღერალმა, ცნობილი ჯგუფის "Блестящие"-ეს სოლისტმა იულია კოვალჩუკმა მოყვა, როგორ გაიტაცეს თბილისში, გასტროლებზე ყოფნის დროს.

                                     

 

"ეს ძალიან ძველი ისტორიაა და ახლა ამას რომ ვყვები, არ ნიშნავს, რომ მე საქართველო არ მიყვარს, იქ არ ჩავდივარ და ა.შ. უბრალოდ, ეს ინციდენტი მოხდა...

 

 

სამი გოგონა ვიყავით: მე, ქსენია და ჟანა (კოვალჩუკი, ნოვიკოვა და ფრისკე Блестящие-ს სოლისტები იყვნენ)... დაგვხვდნენ წითელი ხალიჩით, ჩაგვსვეს მანქანაში, არაჩვეულებრივად მოგვათავსეს სასტუმროში, გემრიელად გვავახშმეს.

 

 

კონცერტი ღამის კლუბში იყო და არაჩვეულებრივად ჩაიარა! მისი დასრულების შემდეგ, კი ჩვენთან საგრიმიოროში შემოვიდა მამაკაცი, ასე რომ ვთქვათ, ადამიანი, რომელმაც მიგვიწვია, და ძალიან ანერვიულებულმა გვითხრა: "გოგონებო, სასწრაფოდ მოემზადეთ წასასვლელად, აქ კლუბში არის მამაკაცი, რომელსაც სურს თქვენი გატაცება და მე ახლა გადაგმალავთ".

 

 

მოგვკიდეს მკლავში ხელი და რაღაც მიწისქვეშა ლაბირინთებით გაგვიყვანეს და ჩაგვსვეს ლიმუზინში, რომელშიც იქამდე ჩვენ არ ვმჯდარვართ. ლიმუზინი დაიძრა, კავშირი არ არის, ვერ ვახერხებთ დავუკავშირდეთ ჩვენს დირექტორს... წაგვიყვანეს ამ მანქანით, სადღაც მთებში. მაშინ მივხვდით, რომ ზუსტად ვინც მიგვიწვია იქ, მათ გაგვიტაცეს. ეს ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, თუმცა ფაქტია, დეპორტაცია გაგვიკეთეს.

 

 

ვართ ჩვენ სამნი, არც ჩვენი დირექტორია, არც ადმინისტრატორი, არავინ... ეს ტიპები იყვნენ საკმაოდ ნასვამები, იარაღით. უკვე ვხვდებით, რომ სიტუაცია ძალიან სახიფათოა და ვერ ვახერხებთ ვერავისთან დაკავშირებას. ეს მთაა, არ არის კავშირი, ვერ ვახერხებთ დავურეკოთ ჩვენს პროდიუსერს მოსკოვში, რომ შევატყობინოთ, რაღაც მხარდაჭერა ვიპოვოთ. ღმერთო ჩემო!

 

 

ამის შემდეგ შევედით ნომრებში. მაშინვე კაკუნია ჩემს კარებზე: "იულია", მეძახის ვიღაც. მისი სახელი არ მახსოვს... თავიდან მიყვება, როგორ ვუყვარვარ, მერე იარაღით მიკაკუნებს კარებზე და მეუბნება, რომ გავაღო თორემ მაინც გააღებს. მოვიფიქრე და შიდა ტელეფონით დავრეკე ჟანას ნომერში: "გთხოვ მიშველე, მოდი ჩემს ნომერში, კარებს მიმტვრევენ" - ვუთხარი ჟანას. მოირბინა მანაც და რაღაცნაირად დააფრთხო ის ტიპი. შემდეგ დავურეკეთ ქსიუშას და ისიც ჩამოვიდა ჩვენთან ნომერში. ასე გავატარეთ სამმა გოგომ უძილო ღამე. თან ძალიან ცუდად ვგრძნობდით თავს - გვქონდა გულისრევის და თავბრუსხვევის შეგრძნება, თითქმის ჰალუცინაციებიც, რადგან როგორც მერე გავარკვიეთ, მათ რაღაც ჩაგვიყარეს საჭმელში...

 

 

თუმცა, ყველაფერი კარგად დასრულდა. დილის ექვს საათზე, ფეხაკრეფით გამოვედით ნომრიდან, დავეშვით ქვემოთ, იქ იწვნენ ეს ადამიანები, ეძინათ. ამოვაცალეთ ჯიბიდან გასაღები და მანქანა დავქოქეთ, ლიმუზინი გავიტაცეთ და ასე მივედით აეროპორტამდე. ამის შემდეგ კი, გამოვფრინდით მოსკოვში" - ყვება იულია კოვალჩუკი.

 

 

 

 

 

კოვალჩუკის "გატაცების ისტორიის" ვიდეოს უამრავი კომენტარი მოჰყვა "ფეისბუქზე". მომღერალს მეზღაპრეს უწოდებენ და დასცინიან, როგორც რუსი, ისე ქართველი ინტერნეტმომხმარებლები.

 

 

"სირცხვილია იულია. ეს ნაამბობი უფრო თქვენს მოგონილს ჰგავს. ამბობ, რომ მთებში წაგიყვანეს, სატელეფონო კავშირი არ იყო, მერე უცებ ნომერში აღმოჩნდით და ტელეფონით დაურეკეთ მეგობრებს. მერე კი მანქანა გაიტაცეთ და აეროპორტში მიხვედით... სიტყვები არ მყოფნის, კარგი მწერალი დადგებოდა თქვენგან";

 

 

"ზღაპარია, თან ცუდად შეთხზული. ძალიან რბილი გამტაცებლები ყოფილან, ჯერ სასტუმროს ნომრებში გაგანაწილეს, თან ქალმა შეაშინა გამტაცებელი. ფანტაზიაში აშკარად უჭირს";

 

 

"ცხელ, ქართველ კაცებს რომ მთებში წაეყვანეთ, ძალიანაც დაუძვრებოდით ხელიდან აბა... ეს ნაამბობი ასე უნდა გავიგოთ: წაიყვანეს, გააკეთეს თავისი "საქმე" და მიიყვანეს აეროპორტში";

 

 

"ოჰ, ზღაპრები... ჯერ ხომ ლიმუზინით მიიყვანეს, მერე მანქანის გასაღები მოპარეს ამათმა და აეროპორტამდე მივიდნენ! და მთავარი! თბილისში ისეთი მთებია, რომ სატელეფონო კავშირი არ ყოფილა!" - წერენ კომენტარებში ინტერნეტმომხმარებლები.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი