logo_geo
რატომ ზრდის შვილს ძიძის გარეშე ჯანეტ ქერდიყოშვილი და როგორ უვლის თავს ახალბედა დედა - "28 იანვრის მერე მივხვდი, რისთვის ვარ ამქვეყნად"
- +

15 მარტი. 2020. 21:55

 

 

28 იანვარს ჯანეტ ქერდიყოშვილისა და ნოე სულაბერიძის საერთო შვილი - ანნა სულაბერიძე მოევლინა ქვეყანას.

 

 

მოდელისთვის ანნა პირველი შვილია, ნოესთვის კი მესამე, მესამე ქორწინებიდან. "მის საქართველო 2011"-ისა და ცნობილი პროდიუსერ-ტელეწამყვანის ქორწინება ერთი წლის წინ მოულოდნელი აღმოჩნდა საზოგადოებისთვის. წყვილის გარშემო საზოგადოების ინტერესი არ წყდება, სწორედ ამიტომ ჯანეტმა გადაწყვიტა, "ინსტაგრამზე" გულშემატკივრების მიერ დასმული შეკითხვებისთვის გულწრფელად ეპასუხა.

 

 

 

მოდელი ამბობს, რომ შვილს ძუძუთი კვებავს. ხოლო კითხვაზე, როდის გამოაჩენს პატარას სახეს, პასუხობს: "ჯერ ცოტა წამოიზარდოს".

 

 

- ჯანეტ, როგორი გრძნობაა დედობა?

 

 

- 2020 წლის 28 იანვრის მერე მივხვდი, რისთვის ვარსებობდი ამქვეყნად.

 

 

- ბუნებრივად იმშობიარე და რამდენ ხანში?

 

- დიახ, ბუნებრივად, 5 საათში. თუმცა, გავიკეთე ეპიდელური გაუტკივარება. ვერ ვიტყვი, რომ სასიამოვნო იყო ნემსის გაკეთების პროცესი, მაგრამ დიდი მადლობა ექიმ დოლიოტეს 1931 წელს შექმნილი ეპიდურალური ანესთეზიისთვის.

 

 

- რამდენი მოიმატე ორსულობისას?

 

 

- 15 კილოგრამი, თუმცა 10 კილოგრამი სამშობიაროში დავტოვე...

 

 

- ასე სწრაფად როგორ დაიკელი წონაში?

 

 

- ბუნებრივი კვების დროს, დედა დღეში 500 კალორიას ხარჯავს, ამიტომ წონაში დაკლება არ გამჭირვებია.

 

 

- როგორ იკვევები ლაქტაციის პერიოდში?

 

 

- ქალებს მოვუწოდებ: ნუ ფიქრობთ, 24 საათი მაგ თემაზე, მოეშვით და თავად ნახავთ შედეგს, ყველაფერი მოდის თავიდან! რა თქმა უნდა საღამოს, მძიმე საკვებს არ ვიღებ, უარი ვთქვი ტკბილეულზე, ცომეულსა და გაზიან სასმელებზე.

 

 

 

 

 

- როგორ ახერხებ, რომ იყო დედა და თან მოწესრიგებული ქალი?

 

 

- შინაგანი სიმშვიდე მეხმარება. ყველაფერი რაც ჩვენს გარშემო ხდება ჩვენივე დადებითი ან უარყოფითი განწყობიდან გამომდინარეა.

 

 

 

- სტრიებზე რას გვირჩევ?

 

 

- არ გადაყაროთ ფული სპეციალურ კრემებზე, მთავარია რეჟიმი - დილა და ღამე. თუმცა, გენეტიკასაც ვერ გაექცევი.

 

 

- მშობიარობის შემდგომ დეპრესიაზე რას გვეტყვი?

 

 

- არ არსებობს, თუ გვერდში საყვარელი ადამიანები გყავს, გეხმარებიან და მარტო არ გრძნობ თავს.

 

 

- ძიძა გყავს თუ მარტო ზრდი?

 

 

- მენანება ძიძისთვის ბავშვის გაზრდის წამებიც კი, დედა მეხმარება.

 

 

- ვინ დაესწრო მშობიარობას?

 

 

- დედა და დეიდა - ორივე გინეკოლოგია და ისინი ესწრებოდნენ.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი