logo_geo
მეგან მარკლიმ Disney-ში მუშაობა დაიწყო
- +

28 მარტი. 2020. 01:09

 

 

მერიკელი მსახიობი და სასექსის ჰერცოგინია Disney-ში დასაქმდა. ის დოკუმენტური ფილმის Elephants-ის მთხობელი იქნება.

 

 

დისნეის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ მეგან მარკლი ფილმის შემქმნელებს 2016 წელს, ბოტსვანაში შეხვდა და სპილოების ისტორიას გაეცნო. ხმა კი თვეებით ადრე სამეფო ტიტულების დათმობამდე, 2019 წლის სექტემბერში ჩაწერა.

 

 

8 იანვარს, სასექსის ჰერცოგინიამ და პრინცმა ჰარიმ განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამი იყოს, რომ სამეფო ტიტულებზე უარს ამბობენ  და ცხოვრებას დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ამერიკაში გეგმავენ. მოლაპარაკებები მათ სასარგებლო დასრულდა და ისინი ტიტულებს 31 მარტს დატოვებენ.

 

 

გასულ წელს, ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელიც ანიმაციური ფილმის „მეფე ლომის“ პრემიერაზეა გადაღებული. ამ პრემიერას პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ესწრებოდნენ.

 

 

ვიდეოში ჩანს, რომ პრინცი ჰარი „დისნეის“ ხელმძღვანელ ბობ იგერს მეგან მარკლის სურვილზე ესაუბრება, გაახმოვანოს „დისნეის“ ანიმაციური ფილმები.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი