logo_geo
ავთანდილ ცქვიტინიძე: ახლა პირბადეებით ფულის გაკეთების იდეა არ მომწონს
- +

28 მარტი. 2020. 19:45

 

ავთანდილ ცქვიტინიძემ 70 მკერავი დაითხოვა და როგორც ყველა, თვითონაც სახლშია და ესკიზებზე მუშაობს.

 

 

 

როგორც დიზაინერი “პრაიმტაიმთან” ამბობს, კითხულობს, უყურებს ფილმებს, უსმენს მუსიკას, იღებს მზის აბაზანებს. ნახა სერიალი “ახალი პაპი”, რომლის ნახვაც დიდი ხანია სურდა, მაგრამ ვერ ახერხებდა.

 

 

 

ავთანდილ ცქვიტინიძე:  პირველი სეზონი მომწონდა და სულ მინდოდა ახალი სეზონის ნახვა, მაგრამ ვერ ვახერხებდი. სერიალის დრო ვის ჰქონდა? ახლა სერიალის დროც გამომიჩნდა, ხატვისაც, მუსიკის მოსმენისაც და ხან მზეს ვეფიცხები და ხან ვკითხულობ.

 

 

 

ვცდილობ სტრესულ მდგომარეობაში არ ვიყო. სულ სხვაა შენი ნებით რომ ისვენებ და სხვა არის, როცა იძულებული ხარ. ვერც მეგობრებს ვნახულობთ. სერიოზული გამოწვევაა. ვერ იგეგმები. არ იცი ხვალ, როცა ეს ყველაფერი დამთავრდება, რა ტიპის საჭიროება იქნება. ქვეყანა და მსოფლიო რა დონეზე იქნება დასული. ახალი ეტაპი დაიწყება.

 

 

 

მსოფლიო მასშტაბის გარდატეხასაც უნდა მოვსწრებოდით, ალბათ. მე მაქვს ორი შესაძლო ვერსია – ან ისევ შემოქმედებისკენ დაბრუნდება მსოფლიო – კინოში, მუსიკაში თუ მოდაში და ასე ერთმანეთს აღარ დაესმგავსება პროდუქცია. ან დაბალ საფასო პოლიტიკაზე დავა ყველაფერი, ხელმისაწვდომზე. ადამიანები დროებით შეიცვლებიან, ყველას თავისი, ინდივიდუალური ხასიათი აქვს. მოხდება გადაფასება, მაგრამ დროებით.

 

 

 

– ავთო, პირბადეების გამოშვებას არ გეგმავ? დეფიციტშია.

 

 

 

– იყო ეს იდეა, მაგრამ საფრთხის გამო მკერავებს ვერ შევკრებ. თანაც ამ პერიოდში პირბადეებით ფულის გაკეთების იდეა არ მხიბლავს. არც მაქვს სპეცდანიშნულების სამედიცინო მასალები. ჩემთვის არ არის მისაღები კომერციული სარჩულით რაღაც ქსოვილისგან შეკერილი პირბადე.

 

 

 

თურქეთში, ორი თვის წინ საქმიანი ვიზიტით ვიყავი და რამდენიმე შეკვრა პირბადე და ხელთათმანი შევიძინე. ასე რომ, ინვესტიცია შემრჩა (იცინის). თუმცა ისეთ ხშირ გამოყენებაშია, რომ უკვე ამ საგანძურიდან ბევრი არაფერი შემრჩა.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი