logo_geo
რა ხდება ნუცა ბუზალაძეს და სერგეი ლაზარევს შორის?!
- +

9 აპრილი. 2020. 01:16

 

 

მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ გადაცემა „პოსტ ალიონში“ რუსულ გადაცემა „ცოცხლა ხმაში“ მონაწილეობის შესახებ ისაუბრა.

წამყვანებსა და მომღერალს შორის ერთ-ერთი განსახილველი თემა რუსი მომღერლის, სერგეი ლაზარევის ემოციები იყო, რომელიც ნუცას ყველაზე მეტად გულშემატკივრობდა.

ინტერნეტში მომღერლებს შორის არსებულ გრძნობებზეც აგორდა ჭორები.

 

„მეგონა რომ ამ ყველაფერზე ლაპარაკს დაიწყებდნენ. სერგეი ლაზარევმა საოცრად გამამხნევა, ისე დამიდგა გვერდში, რომ ვერც კი მივხვდი ამ პროექტის გამარჯვებული რომ არ ვიყავი. ყველას ეგონა, რომ მე გავიმარჯვე.

მეორე სეზონზე მარტო მე ვიყავი ის ადამიანი ვინც 100 ქულა აიღო. ასეთი სიტუაცია იმდენად დამეხმარა იმაში, რომ ხალხის გული უფრო მომეგო, მემგონი ღირდა ამ ყველაფრად. ჯობია ხალხის გულში იყო გამარჯვებული.“- განაცხადა ბუზალაძემ.

 

მომღერალმა სერგეი ლაზარევს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისი დახმარებით მან კომპანიასთან კონტრაქტი უკვე გააფორმა და სიმღერა ჩაწერა.

 

„იგრძნო ეს უსამართლობა, რასაც ჰქვია შევიდა ჩემს სულში და გაგიჟდა. ყველა ელოდა, რომ მე ვიქნებოდი გამარჯვებული. როდესაც ლაზარევს ყურში უთხრეს, თუ ვინ იყო გამარჯვებული, სახე შეეცვალა. ფინალზეც კი არ დარჩა, იმდენად იმოქმედა ამ უსამართლობამ. შემპირდა რომ ყველაფერში დამეხმარება.“- განაცხადა მომღერალმა.

 

 

big_banner
არქივი