logo_geo
კარანტინში მყოფ ოპერის მომღერალს ინფექციურის ექიმი შეუყვარდა
- +

14 აპრილი. 2020. 23:33

 

 

უკვე ერთი კვირაა ოპერის მომღერალი, აჩიკო გოგიტიძე თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდ-19-ის დიაგნოზით მკურნალობს.

 

 

დაინფიცირებული აჩიკო ნიუ-იორკიდან ჩამოვიდა, კარანტინში კახეთში იყო, რა დროსაც საეჭვო სიმპტომები გამოუვლინდა.

 

 

ოპერის მომღერალს დაბალი სიცხე, კუნთების ტკივილი და ყნოსვის დაქვეითება აღენიშნა. მისი დაჟინებული მოთხოვნით გაუკეთეს ტესტი და… ინფექციურ საავადმყოფოში ამოჰყო თავი. დღეს უკვე მედიკამენტოზურ მკურნალობას აღარ გადის.

 

 

აჩიკო მკურნალობის დროს ლამის გამიჯნურდა. ჯერჯერობით, კონკრეტული საუბრისგან თავს იკავებს, თუმცა „პრაიმტაიმთან“ ამბობს, რომ როგორც კი ჩანასახში მყოფი ეს „ურთიერთობა“ სერიოზულ სახეს მიიღებს, მოგვიყვება.

 

 

აჩიკო გოგიტიძე: – დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა მაქვს, რასაც ვამბობ, ვასრულებ. ახლა რომ რამე კონკრეტული ვთქვა და მერე ისე არ განვითარდეს, როგორც ვფიქრობდი, ვინერვიულებ. მირჩევნია, საქმე ბოლომდე მივიყვანო და ხმამაღლა ამაზე მერე ვილაპარაკო.

 

 

მერე უფრო თამამად გავცემ ყველა კითხვას პასუხს. თუ გამოვა, ეს იქნება ყველაზე მაგარი ისტორია პანდემიის დროს. მთავარია ჯანმრთელად ვარ და იმის თავი მაქვს, რომ პირად ცხოვრებაზე ვიფიქრო.

 

 

როგორც ხუმრობს, პალატის მარტოობა ყელში ამოუვიდა და საპირისპირო სქესს დაუწყო შეთვალიერება.

 

 

აჩიკო: – გამაგიჟა მარტოობამ და ვინც კი პირბადის გარეშე დადის, ყველაზე თვალი მაქვს დადგმული (იცინის). ვისაც სახე უჩანს ჩემი პოტენციური მსხვერპლია…

 

 

როგორც ამბობს, წამლებს აღარ იღებს, მკურნალობა სრულდება. ორჯერ გაუკეთდება ტესტი და როცა ინფექციურს დატოვებს, ორი კვირით ისევ თვითიზოლაციაში მოექცევა.

 

 

– აჩიკო, მოყევი შენს სიმპტომებზე და მდგომარეობაზე, როგორ იყავი?

 

 

– ჩამოვედი ამერიკიდან, სადაც კორონაა ყველგან – ხეზეც, სკამზეც, ჰაერში… ნიუ-იორკში გახლდით. უამრავი დაინფიცირებულია. ჩამოვედი და მაშინვე კარანტინში წავედი. ახლა ვმკურნალობ და ჩამოსულმა თვენახევარი სახლამდე ვერ მივაღწიე.

 

 

რაც შეეხება სიმპტომებს – კრიტიკულ მდგომარეობაში არც ერთი დღე არ ვყოფილვარ. დამძიმება, რაც ამ ვირუსს ახლავს, მე არ მქონია. ყნოსვა დავკარგე სრულად და სიცხე მქონდა 37 გრადუსი. გემოს აღქმა შემცირებული მქონდა. ყნოსვა ახლა მიბრუნდება. სიცხე ახლაც დღეჩაგდებით მაქვს. ეს ნორმალურიაო, ექიმები მეუბნებიან. ორგანიზმი ებრძვის ვირუსს. იმუნიტეტმა გადამარჩინა.

 

 

– რითი გაიძლიერე იმუნიტეტი?

 

 

– ბოჰემურ ცხოვრებაზე უარი არასდროს მითქვამს. ქეიფი და მოლხენა მიყვარს. ფილტვები რომ შემიმოწმეს, ძლიერი მაქვს. მე საოპერო მომღერალი ვარ და ყოველდღიური სიმღერა ფიზიკური ვარჯიშის ტოლფასია. დიდი დატვირთვა აქვს ორგანიზმს.

 

 

– პლასიდო დომინგომ 79 წლის ასაკში დაამარცხა კორონავირუსი.

 

 

– დღემდე მღერის და ამიტომ. მთავარი ყოფილა ძლიერი ფილტვები. მე კარანტინშიც ვვარჯიშობდი და ვმღეროდი. კუნთები მტკიოდა, მაგრამ არ ვნებდებოდი, ვვარჯიშობდი. ვიცოდი, რომ კორონავირუსი მქონდა, ინკუბაციის პერიოდს ველოდი. დიდი რაოდენობის წყალს ვსვამდი. წყალი მასტიმულირებელი უებარი წამალია. სიცხე რომ მომცა, დავიწყე ბევრი წყლის სმა. მესამე დღეს უკვე სიცხე არ მქონია. განწყობა არ გამიფუჭებია. კარანტინი გავიხალისე.

 

 

ამდენი ხანი კარგა ხანია არ დამისვენია. ვისაც საკუთარ თავთან დარჩენის არ ეშინია, მას ამ პერიოდში სახლში დარჩენა არ თრგუნავს. ამ პერიოდში მე უფრო გავიზარდე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი