logo_geo
თბილისელი „კანონიერი ქურდის“ ცოლმა გვარი „კორლეონედ“ გადაიკეთა
- +

16 აპრილი. 2020. 20:44

 

 

45 წლის რევაზ კახმაზოვს კრიმინალურ წრეებში „რეზო ლოტკინსკის“ სახელით იცნობენ, თუმცა ბოლო პერიოდში ამავე წრეში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს მისი მეუღლე დანიელა ბონდარენკო, რომელიც ქურდული სამყაროს და მაფიის ცხოვრების სტილმა იმდენად გაიტაცა, რომ გვარიც კი შეიცვალა „კორლეონე“ გახდა.

 

 

როგორც რუსული პრესა წერს, ეს წყვილი საკმაოდ მდიდრული ცხოვრების მოყვარულია.

 

 

საერთაშორისო ძებნილთა სიაში მოხვედრამდე „ლოტკინსკი“ საბერძნეთში, კერძოდ – ათენსა და სალონიკში მდიდრულ სასახლეებში ცხოვრობდა და ყოველთვის ძვირადღირებული ავტომობილებით გადაადგილდებოდა.

 

 

„კანონიერი ქურდი“ მეუღლესთან ერთად ხშირად ისვენებდა ნიცასა და კანშიც.

 

 

სოციალურ ქსლში იძებნება მათი ძვირადღირებული წვეულებების ამსახველი ფოტოები და დანიელა კორლეონეს საკუთრებაში არსებული ცხენები. პრესა წერს იმასაც, რომ დანიელას დაბადების დღეზე მეუღლემ 700 000 ევრო აჩუქა.

 

 

 

 

დანიელა კორლეონე უშუალოდ ფიგურირებს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში. ირკვევა, რომ კრიმინალური გზით ნაშოვნი თანხის დიდი ნაწილი სწორედ მის ანგარიშზე ირიცხებოდა.

 

 

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა თბილისელი „კანონიერი ქურდის“ რევაზ კახმაზოვის მიმართ ახალი ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე რამდენიმე კვირის წინ აღძრა.

 

 

მას კრიმინალური ორგანიზაციის შექმნა და ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ედება ბრალად.

 

 

 

რუსეთის საგამოძიებო ორგანოს ცნობით, კახმაზოვმა რუსეთის არაერთ ციხეში გაავრცელა საკუთარი გავლენა, დანიშნა ე.წ. მაყურებლები და სისტემატიურად ახდენდა პატიმრებისგან ფულის გამოძალვას.

 

ამ გზით კახმაზოვის მეუღლის, დანიელა ბონდარენკოს საბანკო ანგარიშზე ყოველწლიურად დაახლოებით 2 მილიონი ევრო ირიცხებოდა.

 

 

გამოძიების ინფორმაციით, ე.წ. მაყურებლები კახმაზოვის დავალებით ფინანსური და სამეწარმეო დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პატიმრებს აიძულებდნენ, რომ მათ ოჯახებს მითითებულ ანგარიშებზე დიდი ოდენობით თანხები ჩაერიცხათ.

 

 

45 წლის რევაზ კახმაზოვს კრიმინალურ წრეებში „რეზო ლოტკინსკის“ სახელით იცნობენ.

 

 

მისი პირველი მეუღლე შაქრო კალაშოვის გერი გახლდათ. პირველად თბილისში 1992 წელს ბანდიტიზმის მუხლით გაასამართლეს და 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი