logo_geo
„საქართველოში ორჯერ გვქონდა ასეთი იზოლაცია, არ მეგონა მესამედაც თუ მომიწევდა“- რა მოუყვა თამთამ ბერძენ ჟურნალისტს?
- +

24 აპრილი. 2020. 23:39

 

 

მომღერალმა თამთა გოდუაძემ ერთ-ერთ გადაცემაში საქართველოში ცხოვრება და 90-იანი წლები გაიხსენა. თამთას განცხადებით, მისთვის იზოლაციაში ყოფნა განსაკუთრებულ სიძნელეს არ წარმოადგენს, რადგან საქართველოში მაშინ სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა და მსგავ იზოლაციაში ცხოვრება ერთი- ორჯერ მოუწია.

 

 

მსგავსი რამ სამჯერ მაქვს გამოცდილი, მგონი 89 და 90-იან წლებში, თუ არ ვცდები. ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ კარგად მახსოვს. რა თქმა უნდა ომთან დაკავშირებული მიზეზების და არა პანდემიის გამო. გარეთ ჯარისკაცები იდგნენ და არ შეგვეძლო გასვლა. იმ ეპოქაში საქართველოში მდგომარეობა ძალიან რთული იყო. ამ იზოლაციასთან ერთად, არ გვქონდა საჭმელი და ელექტრო ენერგია. არ მოველოდი, რომ მესამედაც მომიწევდა იზოლაციის გამოვლა, თუმცა, იღბლიანად ვგრძნობ თავს, რომ უკვე სხვა მდგომარეობაში გავდივარ ამას. არაუშავს, ასეა ცხოვრება…”

 

შემდეგ ისაუბრეს მის ახალ ვიდეო კლიპზე, რომელიც სახლში მისმა პარტნიორმა, პარის კასიდოკოსტამ გადაუღო და საკმაოდ შთამბეჭდავი გამოვიდა.

 

წყარო: https://georgians.gr/saqartveloshi-orjer-gvqonda-aseti-izolacia/

 

 

 

 

big_banner
არქივი