logo_geo
ია ფარულავა: მე გმირი ვარ
- +

17 მარტი. 2017. 16:34


 

მსახიობი ია ფარულავა საკუთარ თავზე და პირად ურთიერთობებზე საუბარს აღარ აპირებს. „სარკეთან" ინტერვიუში მსახიობმა აღნიშნა რომ არავის აქვს უფლება, პირად ურთიერთობებში ჩაერიონ.


„მთელი ცხოვრება ჟურნალისტების განსახილველი იყო ჩემი ცხოვრება და აზრზე არ ვარ, ამის უფლებას რატომ ვაძლევდი. არავის საქმეა, გავშორდები თუ შევურიგდები, ვინ დაიძინებს ჩემთან ერთად და რა იქნება მომავალში.

 

ყოველთვის მქონდა ის მომენტი, რომ ხალხმრავალ ადგილებში დიდხანს ვერ ვჩერდებოდი. პროექტ „ნიჭიერის" ჟიურიში როცა დავჯექი, ეს შეგრძნებები არ მქონდა, თუმცა ძალიან დამღლელი სამუშაო იყო.

 

იდიოტი უნდა იყო, რომ განვლილ შეცდომებზე არ ისწავლო, მაგრამ ჩვენ ამ ქვეყანაზე იმიტომაც გვაქვს დიდი მოგზაურობა, უნდა ჩახვიდე ჯოჯოხეთშიც და იქიდანაც ამოხვიდე, რომ შენგან დადგეს გმირი. ჩემს პონტში მე გმირი ვარ. ჩემი თავი კარგად შევისწავლე. ვმეგობრობ, რაც ბევრს არ შეუძლია", - ამბობს მსახიობი ია ფარულავა. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი