logo_geo
თაკო გაჩეჩილაძეს ვაჟი შეეძინა - ლამაზმანმა შვილს ელია დაარქვა
- +

1 მაისი. 2020. 12:15

 

 

ცნობილი ქართველი მომღერლის - თაკო გაჩეჩილაძის ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა! როგორც ირკვევა, ცნობილი ლამაზმანისა და ბორისლავ მილანოვის ოჯახში, რომლებიც ამჟამად ვენაში იმყოფებიან, 30 აპრილს კიდევ ერთი სიცოცხლე დაიბადა, რის შესახებაც სოციალურ ქსელებში ჯერ მათი მეგობრები წერდნენ, შემდგომ კი, თავად ახალგაზრდა დედიკომ ისაუბრა.

 

 

"The second year in a row, another angel has come to my life!," - დაწერა მომღერალმა.

 

 

როგორც სტატუსიდან ჩანს, წყვილმა  პირველი ბიჭისთვის სახელი  - ელია შეარჩია.

 

 

შეგახსენებთ, რომ წყვილს ასევე ჰყავს ქალიშვილი - გაბრიელა,  რომელიც  გასული წლის 20 იანვარს, ავსტრიაში დაიბადა.

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი