logo_geo
პაატა იმნაძე: ჩემი მეუღლე რომ გარდაიცვალა, შვილებს ძალიან დავუახლოვდი
- +

5 მაისი. 2020. 10:51

 

 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია. დღეს მის ყოველ სიტყვას დიდი ფასი აქვს და ყველა ცდილობს, მისი რჩევები გაითვალისწინონ.

 

 

ბატონი პაატა დიდი ოჯახის მამაა. მას ორი ქალიშვილი ჰყავს, მისი მეუღლე, ხათუნა გოგელია კი  ორი ვაჟის დედაა. ბატონ პაატას პირველი მეუღლე 2011 წელს გარდაეცვალა. 6 წლის შემდეგ კი ბედი ხათუნა გოგელიას დაუკავშირა. ქალბატონი ხათუნაც ბიოლოგია. მუშაობდა ფიზიოლოგიის ინსტიტუტში ნეირობიოლოგიის მიმართულებით, შემდეგ პეტერბურგსა და უნგრეთში. აქვს შრომები თავის ტვინზე და ფსიქოლოგიის ერთ-ერთი მიმართულებაზე, ე.წ. გეშტალტ თერაპიაზე მუშაობს.

 

 

პაატა იმნაძემ და ხათუნა გოგელიამ ერთმანეთი 30 წლის წინ გაიცნეს. ერთმანეთი შეუყვარდათ, მაგრამ მერე მათი გზები გაიყო, რადგან ხათუნა უცხოეთში წავიდა სამუშაოდ. ამასობაში ორივემ შექმნა ოჯახი და შვილები ეყოლათ.

 

 

წლების მერე, როცა ისინი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს, ორივე თავისუფალი ადამიანი იყო.

 

 

„მოულოდნელად, შევხვდით ერთმანეთს. ეს 2017 წლის გაზაფხულის ბოლოს იყო. თავიდან  სოციალური ქსელით ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს, შემდეგ შევხვდით, ვისაუბრეთ და მივხვდით,პაატა იმნაძე: ,,ჩემი მეუღლე რომ გარდაიცვალა, შვილებს ძალიან დავუახლოვდი"რომ ის, რაც ძალიან დიდი ხნის წინ იყო, არ ჩამქრალა და ისევ განახლდა. ახლა ორივეს ორ-ორი შვილი გვყავს – მე გოგონები, მას – ბიჭები. ჩვენი შვილები თითქმის ერთი ასაკის არიან – 20-25 წლის. ჩემი მეუღლე რომ გარდაიცვალა, შვილებს ძალიან დავუახლოვდი. მაშინ ძალიან პატარები აღარ იყვნენ, მაგრამ არც დიდები – სკოლას ამთავრებდნენ. 2011 წელი იყო, სამსახურიდან ბევრი თავისუფალი დრო მქონდა და მთლიანად ბავშვებს დავუთმე. მკაცრი მამა არ ვყოფილვარ. იმდენად დაკავებული ვიყავი, მათთან თამაში ყოველთვის მენატრებოდა,“ – ყვება პაატა იმნაძე შვილებზე.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი