logo_geo
კაკი ბოლქვაძე: აბა, პირისპირ გამიბედონ იმის თქმა, რომ გეი ვარ!
- +

5 მაისი. 2020. 11:22

 

 

 

დღეს ლამის მთელი ქვეყანა იმ კლიპზე ლაპარაკობს, რომელიც გია ჯაჯანიძის ,,სხვა რაკურსში” გავიდა. ყველას აინტერესებს, ვინ არის ის მომღერალი, რომელიც კლიპის დასაწყისში ჩანს.

 

 

ის კაკი ბოლქვაძეა, რომელიც დიდი ხანია, რაც ქართულ შოუბიზნესში ტრიალებს. მაყურებელმა ალბათ იმიტომ ვერ იცნო, რომ მან კუჭის ოპერაცია გაიკეთა და თითქმის 50 კილო დაიკლო.

 

 

„ჩემზე ბევრს ჭორაობენ, მაგრამ ჩემი ძლიერი ფსიქიკა ამას უძლებს. როგორც კი გამოვჩნდები, ისევ დაიწყება ჭორები ჩემს ორიენტაციაზე, მაგრამ აბა, მოვიდნენ და პირისპირ გამიბედონ იმის თქმა, რომ გეი ვარ! მყავს ოჯახი – ძალიან მაგარი მშობლები და მსოფლიოში ყველაზე მაგარი ძმები. მიფრთხილდეს ყველა, ვინც ჩემს სამეგობროს შეეხება. ჩემზე რამდენიც უნდათ, იმდენი იჭორაონ, – ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში კაკი ბოლქვაძე.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი