logo_geo
კაკი ბოლქვაძე: გია სურამელაშვილს სადაც ვნახავ, იქ დავსჯი
- +

5 მაისი. 2020. 12:10

 

 

მომღერალმა კაკი ბოლქვაძემ, რესტორანში, საკუთარი კონცერტიდან, კოლეგა, გია სურამელაშვილი გააგდო - ამის შესახებ მან ,,რეიტინგთან” განაცხადა:

 

 

„მას გამიზნული ჰქონდა ჩემი კონცერტის ჩაშლა და სწორედ ამას მოჰყვა დაპირისპირება. მას უნდა ემღერა ჩემს კონცერტზე, რაღაც სიმღერებზე ვერ შეთანხმდა პროდიუსერთან და ვერ გავიმეორებ იმ სიტყვებს, რაც შუა დარბაზში აკადრა თავის მენეჯერს. რის გამოც ძალიან გავბრაზდი და უხამსი სიტყვებით მივმართე, ზუსტად ხუთ წუთში დაეტოვებინა რესტორანი და წავიდა კიდეც.

 

 

ვისთანაც გასდის იმასთან მოაწყოს ასეთი ისტერიკები, კაკი ბოლქვაძე ის მომღერალი არაა, რომელსაც ასეთ ქცევას აკადრებ… სადაც ვნახავ, იქ დავსჯი. მისი სახელის ხსენებაც არ მინდა,“ - ამბობს კაკი ბოლქვაძე

 

 

 

big_banner
არქივი