logo_geo
ანუკი არეშიძე მეუღლეზე: სულ გვენატრება და სულ ვენატრებით
- +

7 მაისი. 2020. 10:56

 

 

რამდენიმე დღის წინ ანუკი არეშიძემ instagram-ის სთორში ატვირთა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ელოდება უმცროსი შვილი მამის სახლში მისვლას.

 

 

 

ამის შემდეგ, შვილებსა და ოჯახზე კახა კალაძემ იმედის კვირის ეთერში ილაპარაკა და გაირკვა, რომ თურმე, პატარა მამის გარეშე არ იძინებს.

 

 

„მაქსიმალურად ცდილობენ, რომ მამიკოს დაელოდონ. თუ დილით ადრე ადგომა არ უწევთ, მელოდებიან ხოლმე, განსაკუთრებით, პატარა. აუცილებლად მამიკომ უნდა შეიყვანოს დასაძინებლად და რომ გამოვდივარ, ტირის“- აღნიშნავს კალაძე.

 

 

„რომ გითხრათ, რაიმე განსხვავებაა კარანტინამდე როგორც ვცხოვრობდით, არა. უბრალოდ, ახლა უფრო ვნერვიულობ იმიტომ, რომ მართლა ბევრ ადამიანთან უწევს შეხვედრა.

 

 

თავადაც განიცდის, მაგრამ სხვანაირად არ გამოდის. სახლშიც უნდა იყოს და სამსახურშიც, თუმცა, თავს ყველანაირად ვიცავთ, როგორც შეგვიძლია.

 

 

მისი გრაფიკი საკმაოდ გადატვირთულია. 12 წელია უკვე ერთად ვართ და სულ დაკავებულია, სულ გვენატრება და სულ ვენატრებით“- ყველა ანუკი არეშიძე.

 

 

 

 

big_banner
არქივი