logo_geo
ადელის საოცარი გარდასახვა – ბრიტანელი ვარსკვლავის ფოტოები სოციალურ ქსელებს იპყრობს
- +

7 მაისი. 2020. 11:35

 

 

 

 

ინგლისელი პოპვარსკვლავი ადელი, გუშინ 32 წლის გახდა. დაბადების დღის წვეულება მან სახლში მოაწყო, სადაც მეგობრები ჰყავდა მიწვეული.

 

 

ადელის ფოტოებს, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მან საგრძნობლად დაიკლო წონაში და მისი ფორმებიც შეცვლილია.

 

 

ადელი ყველა ინტერვიუში აღნიშნავდა, რომ წონის დაკლებას არ აპირებდა, რადგან საკუთარ სხეულში თავს შესანიშნავად გრძნობდა, თუმცა ქმართან დაშორების შემდეგ სულ სხვა გადაწყვეტილება მიიღო.

 

 

მას სურს მისი შვილისთვის ყველაზე ჯანმრთელი დედიკო იყოს. ის ვარჯიშობს, დღის მანძილზე 1000 კალორიას იღებს და მწვანე ნატურალურ წვენს მიირთმევს.

 

big_banner
არქივი