logo_geo
შეცვალა თუ არა კახა კალაძის ცხოვრება კარანტინმა?
- +

7 მაისი. 2020. 17:36

 

 

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე და მის მეუღლე, დიზაინერი ანუკი არეშიძე 12 წელია ერთად ცხოვრობენ და 4 შვილი ჰყავთ. კახა კალაძის სამუშაო რეჟიმი კარანტინის პირობებშიც არ შეცვლილა და სახლში გვიან ღამით ახერხებს მისვლას. როგორც აღმოჩნდა, ბავშვები მამის სახლში დაბრუნებას მოუთმენლად ელიან, განსაკუთრებით კი პატარა.

 

 

"მაქსიმალურად ცდილობენ, რომ მამიკოს დაელოდონ. თუ დილით ადრე ადგომა არ უწევთ, მელოდებიან ხოლმე, განსაკუთრებით, პატარა. აუცილებლად მამიკომ უნდა შეიყვანოს დასაძინებლად და რომ გამოვდივარ, ტირის"- აღნიშნავს კალაძე

 

 

დედაქალაქის მერის მეუღლე ანუკი არეშიძე კი ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობას მათი ოჯახის ცხოვრების რეჟიმი დიდად არ შეაუცვლია:

 

 

"რომ გითხრათ, რაიმე განსხვავებაა კარანტინამდე როგორც ვცხოვრობდით, არა. უბრალოდ, ახლა უფრო ვნერვიულობ იმიტომ, რომ მართლა ბევრ ადამიანთან უწევს შეხვედრა. თავადაც განიცდის, მაგრამ სხვანაირად არ გამოდის.

 

 

სახლშიც უნდა იყოს და სამსახურშიც, თუმცა, თავს ყველანაირად ვიცავთ, როგორც შეგვიძლია. მისი გრაფიკი საკმაოდ გადატვირთულია. 12 წელია უკვე ერთად ვართ და სულ დაკავებულია, სულ გვენატრება და სულ ვენატრებით",- განაცხადა "იმედის" ეთერში ანუკი არეშიძემ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი