logo_geo
ია ფარულავა: ბოლო 10 წლის განმავლობაში ტელევიზია მხოლოდ ფინანსების გამო მჭირდებოდა
- +

18 მარტი. 2017. 18:35



„ჩემს გარდერობში 2 წელზე მეტ ხანს ტანსაცმელი არ ინახება", - ამის შესახებ მსახიობმა ია ფარულავამ „სარკესთან" ისაუბრა და 2 წლის წინ გადატანილი კრიზისი გაიხსენა.


„ბოლო 10 წლის განმავლობაში ტელევიზია მხოლოდ ფინანსების გამო მჭირდებოდა. ახლა ფინანსები აღარ მაინტერესებს. მდიდარი კი არ ვარ, მაგრამ აღარ მჭირდება, თუმცა, ზუსტად 2 წლის წინ სერიოზული კრიზისი მქონდა. არ მქონდა თავი ახალი ტანსაცმელის ყიდვის. მართლა ყველაფერი შემომეფლითა. ნატა ნატროშვილმა ნახევარი გარდერობი მაჩუქა. ის ერთი კარგი ვერელი ქალია, გარდერობი გამოაღო და მითხრა, რაც გინდა, წაიღეო. ჩემი კეთილი ფერია იყო, ამას არასოდეს დავივიწყებ.

 

„ნიჭიერში" სულ მისი ნაჩუქარი ტანსაცმელი მეცვა. ჩემს გარდერობში 2 წელზე მეტ ხანს ტანსაცმელი არ ინახება, მეზიზღება ერთი და იგივე, ამიტომ გავაჩუქებ ხოლმე. აღმოჩნდა, რომ იმდენი რამ გავაჩუქე, ჩემთვის აღარაფერი დავიტოვე", - ამბობს ია ფარულავა. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი