logo_geo
ვინ არის ლიკა ქავჟარაძის ულამაზესი ძმისშვილი და რომელი ცნობილი ქალის რძალია
- +

13 მაისი. 2020. 18:16

 

 

 

 

 

ლიკა ქავჟარაძე გარდაცვალების შემდეგაც რჩება ლეგენდარულ ქართველ ლამაზ ქალად და ცხადია, რომ მკითხველს მის შესახებ ყოველთვის ყველაფერი აინტერესებს.

 

 

ლიკას ქალიშვილი არ ჰყოლია, მისი ერთადერთი ვაჟი წლებია, რაც ოჯახთან ამერიკაში ცხოვრობს.

 

 

ამჯერად გაგაცნობთ ლიკას უმშვენიერეს ძმისშვილს, რომელიც მართალია ცნობილ მამიდას არ ჰგავს, მაგრამ ძალიან ლამაზია. მარიამ ქავჟარაძე თბილისში ცნობილი ქალის, ბიზნესმენ ბაია დავითაიას რძალია.

 

 

 

ბაია დავითაიას პირველი ქორწინებიდან უფროსი ვაჟი ირაკლი ბიბილეიშვილი ჰყავს. სკანდალური აღმოჩნდა ბაიას ქორწინება და განქორწინება ბიზნესმენ თემურ უგულავასთან.

 

 

წყვილს ერთი საერთო ვაჟი - ლუკა ჰყავთ. რადგან ლუკას აუტისტური სპექტრის აშლილობა აქვს, დედა-შვილს ცხოვრება ამერიკაში უწევთ, სადაც გაცილებით მორგებული გარემოა.

 

 

 

 

ირაკლი ბიბილეიშვილმა და მარიამ ქავჟარაძემ ერთმანეთი რამდენიმე წლის წინ გაიცნეს. წყვილს ერთი შვილი ჰყავთ ლეა.

 

 

ირაკლი შეყვარებულია კულინარიაზე და პირველ პაემანზე შეყვარებულს საკუთარი ხელით მომზადებული კალიებითა და ბრაუნით გაუმასპინძლდა. ირაკლი და მარიამი „რუსთავი 2“-ის პროექტ "ჩემი სამზარეულოს წესებშიც" მონაწილეობდნენ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი